ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2023


რაცხა

რომ წერ, რას წერ? კაცმა რომ თქვას,
არაფერი იცი ბევრი.
შენ ვერ შეცვლი კაცთა მოდგმას;
სამი წვერი, ორი ნერვი..

სულ ეგაა, რაც გიტოკავს,
ღამეა თუ საღამოა.
ორი ბეწვის ვარცხნილობას
რომ ისწორებ, რა გამოვა?

ემიჯნები ვიღაც ბრიყვებს,
უფრო ბრიყვებს ეთანხმები.
რა აზრი აქვს, ვინ რას იტყვის?
სულ ერთმანეთს კვეთავს ხმები.

იქსელება, მიდი-მოდის,
აზრია თუ კამათია;
ომის დროა თუ მშვიდობის,
არ გაქვს რამის გარანტია.

დაალაგებ ფიქრებს ასჯერ,
გაგიფანტავს ასჯერ ქარი.
შუა ღამე რომ წერ, რას წერ?
ან რა იცი მაგის დარი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები