მზია, იცი? ბებოს ჰყავს სოფლად ძროხათ არმია, ზოგი სულ მთლად თეთრია, ზოგი კიდევ - შავია. ზოგი ჩალისფერია, ზოგი კიდევ, ჭრელია, ყველას სახელს უძახის, თუმცა, მართლა ბევრია. მეც გამაცნო ისინი: შავა, ბუსკა, ბოჩოლა, შვიდა, სკვამა, ლამაზა, ჩელა, კუსა, ჯოტონა. იცი რა გამიკვირდა? რა ზრდილობა ჰქონიათ, უფროსი წინ გაატარეს, განა მონაგონია. ნახირი რომ მოვა და ბოსლის კარებს უღებენ, ყოვნდებიან უმცროსნი, წინ უფროსებს უშვებენ. დავინახე, პატარები დაელოდნენ თავის რიგს, საოცარი რამე არის, რით არჩევენ მათში დიდს? ბებომ მითხრა, ხბოებსაც თურმე დედა ასწავლის, ვისთან როგორ მოიქცნენ, სად როგორ თქვან ამბავი. რაო, რატომ გგონია, რომ ვერ ლაპარაკობენ? ზმუილით და ბღავილით, ერთურთს ამბავს აცნობენ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|