ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2023


ი ლ ო ც ე

თუ გინდა, რომ არ დამარცხდე,
როცა მტერი შუღლს აპირებს,
ილოცე, ღმერთი აქარწყლებს,
ახითოფელის თათბირებს!

თუ ემუქრება სიცოცხლეს
მტრისაგან გადანაბირი,
ლოცვით ქარვდება, იცოდე,
ახითოფელის თათბირი!

14 ივლისი, 2023 წ.

ახითოფელი - მეფე დავითის ბრძენკაცი მინისტრი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს გადავიდა დავით მეფსალმუნის აჯანყებული შვილის - აბესალომის მხარეს. ახითოფელი ურჩევდა აბესალომს, რომ დავითის შესაპყრობად დაუყოვნებლივ წასულიყო. დავით მეფის ფარული მომხრეები კი ურჩევდნენ აბესალომს, რომ უფრო მეტი ლაშქარი შეეკრიბა და მერე შებრძოლებოდა მამამისს. როცა აბესალომმა ახითოფელის საწინააღმდეგო მოსაზრება აირჩია, მაშინ ახითოფელმა თავი მოიკლა, რადგან იცოდა, რომ უცილობელი მარცხი ელოდა აბესალომს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები