ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 ივლისი, 2023


Thomas Moore - From Life without Freedom

ტომას მური - უთავისუფლო სიცოცხლისგან

უთავისუფლო სიცოცხლისგან ვინ არ ეცდება ლტოლვას?
ერთი დღის თავისუფლებისთვის ღირს სიკვდილი და ბრძოლა!
ისმის ბუკის ხმა გულმამაცთა სმენისთვის მოსაფონი,
გედის სიმღერად ტირანისთვის, სამგლოვიაროდ მონის.
დაჭრილ სამშობლოს შევაშველოთ სულისკვეთება მძლავრი,
მტრის ლაშქრის მკლავებს გადასწონის ერთი დამცველის მკლავი!

სიკვდილის მყუდრო სამფლობელოს ბოლო იმედი ახლავს,
არ უშინდება მკვდარი ტირანს, ხუნდი არა აქვს საფლავს.
ვიბრძოლოთ მედგრად, მტერს დაუჯდეს ჩვენი სისხლისღვრა ძვირი,
გამოვიჩინოთ სიქველე და თავგადადება გმირის.
თავისუფლება თუ წაგვართვეს, თუ გაგვიცუდდა ეს ცდა,
ნუ დავმწუხრდებით, რადგან ვპოვებთ მას უეჭველად ზეცად!

28 ივლისი, 2023 წ.

ირლანდიის უდიდესი პოეტი ტომას მური დაუცხრომლად იღვწოდა დამონებული სამშობლოს თავისუფლებისთვის.


Thomas Moore - From Life without Freedom


From life without freedom, say, who would not fly?
For one day of freedom, oh! who would not die?
Hark! – hark! ’tis the trumpet! the call of the brave,
The death-song of tyrants, the dirge of the slave.
Our country lies bleeding – haste, haste to her aid;
One arm that defends is worth hosts that invade.

In death’s kindly bosom our last hope remains –
The dead fear no tyrants, the grave has no chains.
On, on to the combat! the heroes that bleed
For virtue and mankind are heroes indeed.
And oh, even if Freedom from this world be driven,
Despair not – at least we shall find her in heaven.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები