ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 აგვისტო, 2023


Thomas Moore - An Argument

ტომას მური - არგუმენტი

განსწავლულ ბერებს ხშირ-ხშირად უთქვამთ,
დანაშაულის ტოლია ზრახვა,
იმდაგვარად სჯის განგება გულთქმას,
თითქოს წადილი ნამდვილად ახდა.

თუ უტოლდება ცოდვას შედეგით
ზრახვა, გახდება ჩვენი განმსჯელი,
მაშინ გულთქმას სჯობს დავტკბეთ ქმედებით,
სიამოვნებას მოჰყვეს სასჯელი.

2 აგვისტო, 2023 წ.


Thomas Moore - An Argument

I've oft been told by learned friars,
That wishing and the crime are one,
And Heaven punishes desires
As much as if the deed were done.

If wishing damns us, you and I
Are damned to all our heart's content;
Come, then, at least we may enjoy
Some pleasure for our punishment!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები