ტომას მური - რა ძვირფასია ის საათი
რა ძვირფასია ის საათი შუქის მილევის, როცა ზღვის სარკე მზის სინათლით შეიფერება, გარდასულ დღეთა კვლავ აღდგება ნასურვილევი, მიმწუხრის ოხვრას მოგასუნთქებს მეხსიერება;
როცა ტალღები თამაშობენ მშვიდად, ლივლივით, ზღვა ახანძრდება მზის სხივებით გადახუნძლული და მომინდება სიარული ქანდის ბილიკით, რათა ვიპოვო შუქნათელი მყუდრო კუნძული.
3 აგვისტო, 2023 წ.
Thomas Moore - How Dear To Me The Hour
How dear to me the hour when daylight dies, And sunbeams melt along the silent sea, For then sweet dreams of other days arise, And memory breathes her vesper sigh to thee.
And, as I watch the line of light, that plays Along the smooth wave toward the burning west, I long to tread that golden path of rays, And think ’twould lead to some bright isle of rest.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|