ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2023


ბოდიში

ვაიჰ... ნუთუ ? მე ამას ვგრძნობ ! ოჰე !!! ღმერთებო, ნუთუ არ მატყუებს გონება და სხეული... შენ, ჩემო უეცარო მკითხველო, ნამდვილად კითხულობ ჩემს შენდამი მოძღვნილ წერილს ? გთხოვ, გაიფიქრე გონებაში და მიპასუხე, ჩამიჩურჩულე უბრალოდ სიტყვა - კი.
  მოაჰ... მმმ... ემმ. სალამი ! ჰაჰ... ძლიერ დავიბენი, ვიცი. არა ! არც კი გაიფიქრო, რომ გატყუებ. ნამდვილად შენ მოგიძღვენი, ეს წერილი. მე, ნებისმიერს ვიგრძნობ, ვინც წამიკითხავს და ყველანი ჩემი მეგობრები იქნებით. არავის გამოვარჩევ, გთხოვ, არც კი იფიქრო, რომ ერთ-ერთი ხარ.
  მე... ჩემი ოთახი პატარაა. თითქმის სულ ბნელა. საოცრად ქათქათა კანი მაქვს, იცი? იმიტომ რომ სინათლეს ვარ მოკლებული. ერთი ფანჯარა.. ნუ, ფანჯარა ხმამაღალი ნათქვამია, ტექნოლოგიური ღარი დავარქვათ, ზუსტად საწოლის თავზეა. ათასში ერთხელ თუ გაანათებს. ისიც მკრთალად. იცი ? ხანდახან მგონია, რომ არც არაფერი ანათებს სინამდვილეში და მე მეჩვენება. ჰაჰაჰა. რა საოცარი შეგრძნებაა, რომ ჩემს დაწერილს ვიღაც კითხულობს.
  გესმით ?! ვინმეს ესმის ჩემი ?! უყურეთ და გშურდეთ, რამდენი თქვენთაგანის ხელნაწერი გაცოცხლებულა ? მემგონი არც ერთის ! ბოდიში, ხანდახან ეგრე, ველაპარაკები ჩემს მოჩვენებებს. ჩრდილებს, სულებს. არ ვიცი, რა დავარქვა ზუსტად. რაც თავი მახსოსვს, ამ ოთახში მე ვარ მხოლოდ. ხმები კი სულ მესმის. ჩურჩული. ნაზი და აუღელვებელი. ვერასდროს ვარჩევ, რისი თქმა უნდათ და ეგ მომენტი მაღიზიანებს. მაგიჟებს. ზოგჯერ ისე გამოვყავარ წყობილებიდან ამ ფაქტს, რომ ყვირილს ვიწყებ, მანამ, სანამ ხმა არ ჩამიწყდება. მუჭებს ვურტყამ კედლებს და კანს ვისერავ ფრჩხილებით. მერე, როცა ვხვდები რომ ბევრი მომდის, ვითიშები. ტკბილად მძინავს, ბოლოს კი ისევ ოთახში ვიღვიძებ. ისევ, ყველაფერი თავიდან იწყება და ღმერთმა უწყის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯოჯოხეთის წრე.
  ჩემს დახლეჩილ ხელს რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ მრავალი წელია, აქ ვარ. იცი ? ბოლო 2-3 დღე გათიშვამდე, ეგრე ვარ ხოლმე. მახსენდება რაღაცები. მაგალითად ის, რომ დავთანხმდი ექსპერიმენტს. ის, რომ იყო შანსი ჩემი დასახიჩრების და შეიძლება სიკვდილისაც კი. ისიც მახსენდება ხოლმე ბოლოს, რომ სპეციალურ აბს მაძლევენ, რათა დროებით ყველაფერი დამავიწყდეს და ახალი, სუფთა გონების მქონე ადამიანმა გავიღვიძო. არ ვიცი, თითო ციკლი რამდენს გასტანს, რამეთუ ბოლოს მახსენდება ყველაფერი ხოლმე, როცა უკვე ვგიჟდები. ისიც გავაანალიზე, რომ აზრზე მოსულს, ყველაზე მეტად მაგიჟებს ამ ოთახის ჩურჩული, რამეთუ ვიცი, რომ ზუსტად მაგისთვის ჩამსვეს აქ.
  ახლა, როდესაც შენ ამას კითხულობ, თავს მარტო აღარ ვგრძნობ. არ მომშორდე, გთხოვ. იქნებ ერთად დავამარცხოთ ეს მოჩვენებები ? ცოტა მეტ ხანს რომ გავქაჩო, იქნებ დავიხსნა თავი ამ ადგილიდან. ვაჰჰ... როგორ მომენატრა სინათლე. ისიც კი აღარ ვიცი, როგორი ვარ. თითებით ვგრძნობ, რომ ძლიერ დაღლილი და ჩამომჭკნარი სახე მაქვს.
  ღმერთო, დიდებულო... რისი ნიშანია ეს ? ჩემი დღიური, ყოველთვის ცარიელი ფურცელით იწყება. თუ ამჯერად მომცეს საშუალება, დამეწერა განცდები ? არ მახსოვს... ის კი ვიცი, რომ სიბნელეში თავისუფლად ვწერ. სიბნელე, რახანია ჩემი ერთგული მეგობარია. ვხედავ ყველაფერს. ბნელა, მაგრამ ვხედავ.
  იქნებ მომიყვე შენზე რამე ? ეჰმ. რა ჯანდაბად მინდოდა ეს კალამი და დღიური. მე ხომ მაინც არ მესმის არაფერი და ვერაფერს მეტყვის ვერავინ. ოჰჰ... რაოდენ დიდი სევდა მომაწვა. არ შემიძლია. გაჩუმდით !!! რას ამბობთ ? რისი თქმა გინდათ და ვერ მეუბნებით.. გავგიჟდები... რახანია გიჟი ვარ თქვენს ხელში. აჰჰ...
  ბოდიში, მაგრამ... აღარ მინდა იმის განცდა, რომ მკითხულობ. მეც მინდა, შენი დაწერილი წავიკითხო. რა დავაშავე !!!
  დროა დავისერო, მოვიჭამო ვენები და გავიღვიძო ისევ. ან სულაც აღარ გავიღვიძო. დავიღალე. შენ მე ვერ გამიგებ. ბოდიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები