ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 აგვისტო, 2023


Robert Burns – I hae a wife o' my ain

რობერტ ბერნსი - მოერთგულე მყავს მეუღლე

მოერთგულე მყავს მეუღლე,
არვის მივცემ საუფლოდ,
ვერ დამადგამს რქებს მეშუღლე,
არც დავადგამ სანუქფოდ.

მიყვარს ხარჯვა დანაგროვის,
ლუკმა - დაუყვედრები,
გასაცემი არ მაქვს გროშიც,
არც სხვას შევთხოვ ვედრებით.

არ ვარ სხვისი მებატონე,
არც ვარ სხვისი ქაშაგი
და მახვილით შევაგონებ
დუშმანს, თუკი გავშმაგდი.

სიხალისეს მგვრის სილაღე,
არ ვიკარებ სიმდარეს,
მე არავინ არ მინაღვლებს
და სხვას არც მე ვიდარდებ.

17 აგვისტო, 2023 წ.


Robert Burns – I hae a wife o' my ain

I hae a wife o' my ain,
I'll partake wi' naebody:
I'll take cuckold frae nane,
I'll gae cuckold to naebody.

I hae a penny to spend,
There - thanks to naebody!
I hae naething to lend,
I'll borrow frae naebody.

I am naebody's lord,
I'll be slave to naebody.
I hae a guid braid sword,
I'll tak dunts frae naebody.

I'll be merry and free,
I'll be sad for naebody,
Naebody cares for me,
I care for naebody.


Standard English Translation

I Have A Wife Of My Own

I have a wife of my own,
I will partake with nobody:
I will take cuckold from none,
I will give cuckold to nobody.

I have a penny to spend,
There - thanks to nobody!
I have nothing to lend,
I will borrow from nobody.

I am nobody's lord,
I will be slave to nobody.
I have a good broad sword,
I will take blows from nobody.

I will be merry and free,
I will be sad for nobody,
Nobody cares for me,
I care for nobody.


თამარ ერისთავის თარგმანი

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
  არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
  არც დავადგამ არავის.

ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
  არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
  არც სესხსა ვთხოვ არავის.

მე არავის ვემონები,
  არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
  ქედს არ ვუხრი არავის.

გავიხარებ, გავლაღდები,
  არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
  არც მე ვნაღვლობ არავის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები