ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2023


შვილს

გათვლა

ნიტრა ნიტრა ქალინკა,
მობრძანდით და წაიყვა,
ვინ გსურთ?!
ნ ი ტ ა

&&
ვიწექი გულაღმა, შენს თითებს ვითვლიდი,
შეხების სიხარულს,
შენს პაწაწინა თვალებს, პირსა და ყურებს,
დაგიკოცნი მალე და დაგაფარებ ჩემს გვერდით საბანს.
დედა გენაცვალე, სხვა დაიბადეო, გეტყვი,
სხვანაირად იქნება დღეის ამას იქით.
ჩვრებსა და ფაფებში, საფენებსა და საუთოო მატერიებში გიპოვი და ჩაგსვამ მზის ნაპრალის გულმხურვალე ლოცვებში,
შენ არ გაბრაზდეო დედის გაბრაზებით,
არ აღელდეო დედის აღელვებით,
მაპატიეო უნებურად ტკივილი დაზაფვრისას,
შეშფოთება და სასოწარკვეთა უბედური დედაშენის,
ვერ ხვდება შენი არსებობით ბედნიერების მაშტაბებს.


&&
სანამ გაჩნდებოდი, მჭრიდნენ დანის პირები,
მშიერი სიმსუბუქე მცვიოდა დახრილი თვალებიდან,
ახლაც მსერავენ წელში ნაფერები მზეები,
მკერდში დაგროვილი სიხარული
გვკვებავს ორივეს,
მაინც მშიერი ვარ, მისი სიყვარულით დამშეული.
ნიკაპის კანკალმა მამცნო მისი არსებობის კანონზომიერება,
მართავდა ინსტინქტი და შიმშილის შიში,
ვაშლის სურნელოვანი ამოქარვება,
ყელში ჩაყვავილებული,ნიშანი ყოფიერებისა,
ცმაცუნი რძესავით მარგებელი და ნოყიერი,
უსუსური გაზმორებით, სურნელოვანი ხელშეუხებელი ლანდი,
უმწეობით რომ გადაგვრია და აღუთი დაგვლოცა,
მისმა თითებნალოკმა ხელმა,
დირიჟორივით რომ იქნევდა,
ვდევდით მის სურვილებს ნოტებად.

&&
ჩვენ ერთად დავიბადეთ,
ნაკლები სევდით, ღიმილით,
გაიშალა ფილტვები მტკივნეული ჰაერის ნაკადით,
ერთად ავტირდით სიხარულისგან,
და მე მივხვდი, ვეღარავინ დაგვაშორებდა.
პირველი ქარტეხილი ქუჩაში დაგვხვდა,
გადავიარეთ, შენ კი გეძინა.
მე შეგიყვარე, როგორც სამყარო
და გაძლევ მზესავით თავისუფლებას,
სიტყვაში, ფიქრში, ქცევაში სიმშვიდით შენ რომ გაგიძღვება,
გაგიკაფავს გზას ჯაგნარში,
რადგან უფრო მეტად შემაყვარე
ყველა ჩემი გაჩენილი ბავშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები