ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2023


●●●

რას წერს პოეტი... და რას მე? -
ღრიჭოში მონაბერს
გასმენთ.
ქარი თუ არაა - არც მე!
შიშველ ემოციას ვაცმევ.
სიტყვას არ ვასველებ ჯერაც,
მშრალად ინახება ცერცვი.
"ტკბილი" არ მუშაობს, გჯერათ?
ნება ჩემია და შევცვლი.
- თუ სტრიქონებსშუა,
(არ თქმით),
მაინც ყელამდეა თაფლი,
ძვლამდე საჭრეთელით ვათლი, -
ქცევას ვემსგავსები მართლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები