 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2023 |
ნინო დარბაისელი
აპაჩური პეტროგლიფები
(ვარიაციები ამერიკელ ინდიელთა ანდაზების თემაზე)
*** ვინც იყო და ვინც აქ არის ან ვინც მოვა, ღმერთმა ერთად მოაგროვა, ყველა ერთად არის მხოლოდ ერთი ბავშვი - ერთი ბავშვი - დედა-ცისქვეშ მოთამაშე!
*** სოფლის ძაღლები გამეტებით შეჰყეფენ მთვარეს, მთვარე - ცაზეა, მიცურავს და მინაბავს თვალებს.
*** მიმოიხედე! სამყაროა სიკეთით სავსე და თუ აქამდე უმადურად ცხოვრებას შერჩი. სხვაზე ნუ ბრაზობ, სჯობს იფიქრო საკუთარ თავზე, უბედურების ის მიზეზი - ეძიე შენში!
*** ან უნდა იყო ბავშვი, ანდა უბრალოდ შტერი, რომ დაიჯერო, ტკივილს გაყენებს მხოლოდ მტერი.
*** სახლიც რომ გედგეს სხვაზე დიდი, ტუფით ნაშენი, ცოლიც რომ გყავდეს რჩეული და ყველაზე მშვენი, თავზეც გეხვიოს ძენი მგელთან მოთამაშენი, არ დაჯდე, ვიდრე არ დაჯდება უფროსი შენი!
*** ყოველ ცისმარე მე ეს ცოდნა შემიძენია, ჩვენი სიზმარი თუ ჩუმდება, - ჩვენზე ბრძენია!
დალოცვა
შეიძლება, ცუდ დროს - ცუდ ადგილას იყო, ცუდ ადგილას იყო, უცებ გაირიყო! ანდა ცუდ ადგილას - ბედი გაგებადროს; კარგ ადგილას მოხვდე, მაგრამ გაგიავდროს, დაე, მოხვდე მუდამ კარგ ადგილას - კარგ დროს!
*** თუ გსურს თავიდან აიცილო ხიფათი, ავი, ბრძენს დაუჯერე, ნუ ენდობი ტყუილ- არაკებს! ძაღლს მოერიდე - თუ არ არის იგი მყეფავი, კაცს მოერიდე - თუ არ არის მოლაპარაკე!
*** შენი მტერი ნუ გგონია მამაცი და მარდი. სიბნელეში - ყველა კატა ხდება ლეოპარდი.
*** ეს სიბრძნე მართავს მთასა და ვაკეს, სიბრძნის გარეშე თავს გვესხმის რეტი: - რა სჯობს აზრიან მოლაპარაკეს, მაგრამ დუმილში - აზრია მეტი!
*** გაზაფხულზე გიჯობს, ფრთხილად დააბიჯო. მადლი - მოსულია, მიწა - ორსულია!
*** სულს ცისარტყელა არ ელოდება, ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება.
*** გინდ ღარიბი იყავი, გინდა გქონდეს ქონება - სულერთია ღმერთისთვის. ყველა დაემონება!
*** ეს სიბრძნე წინაპრებისა, დაუწუნია არავის: - ცუდია მასწავლებელი, სულ თუ მოწაფეც არ არის!
*** იმ ხაფანგში არ ჩავარდე, რაც მხეცისთვის დაგიგია, თუ სიყვარულს რამეს უგებ, თვით ღმერთისა გაგიგია!
*** მამაცი და - ზარმაცი? ჯერ არ დაბადებულა, დაუზარებლობაა - სიამაყე კაცისა. ხიფათს გამოეცალე! იქ იყავი მამაცი, სადაც ფასი იციან კაცის სიმამაცისა.
*** რასაც არ ელი - გიპოვის, მოვა წვიმად და ქარად. შიშს ან თვალებში ჩახედე, ან გაასწარი ჩქარა!
*** ბედი - ეძლევა სულელს, იმის სავალზე ძევს. უბედურება - დასდევს ყველაზე კარგს და ბრძენს.
*** ნახე, განა კიოტი დარბის დაოთხილი? იცის დაცდა, სიჩუმე, მოძრაობა ფრთხილი. ყველა წაგებულია, ვინც შიშისგან კიოდა. მოგებულმა სუყველამ - თავი გაიკიოტა!
*** მინდა, მომეცეს ძალა, ძმისთვის არ ვიყო ავი და დავამარცხო მტერი - საკუთარივე თავი!
*** არ იმალება, ყველა ცნობს, როგორც ცივსა და ცხელს, სველსა და მშრალსაც ყველა ცნობს, ანდაც სქელსა და თხელს, ბოროტი არის თავადაც, თუნდაც ნუ გაამხელს. ვინც ბოროტებას შესცქერის, მაგრამ არ ანძრევს ხელს.
*** იწველება უხვად, მუდამ - სხვისი ფური და ვერავის აძღობს - ნაქურდალი პური.
*** დღე დღევანდელიც გარბის, რომ დროზე გამერმისდეს, მოვდივართ თითო-თითო, მივდივართ წყება-წყება. მაინც ასეა თურმე, ყველა თავის გზას მისდევს, დასაძინებლად ყველა თავის გზაზევე წვება!
*** დედა ბუნებამ იცის ადამიანზე მეტი, თვით ბრძენთა-ბრძენზე მეტი, ღვთით ცოდნა მიეცა! ქარი - ყველასთვის ქრის და ყველას ასველებს წვიმა, მზეც ყველასია, ღამით - ყველას დაჰყურებს ცა.
***
არ გინდა გერქვას ჭორიკანა ან კიდევ ბრიყვი?! - ზურგსუკან სხვაზე ნურაფერს იტყვი. თუკი შორსაა, საბოლოოდ შენა ხარ ცოდო, ვისზეც რას ამბობ, ჯერ გაზომე - იქ უნდა იყოს, უცებ ხელი რომ გაუწოდო!
*** მასპინძელი ხარ? გაიხსომე ეს ოქროს წესი, როდესაც კარზე მოგადგება ღვთის ნაშიერი, სტუმარი მუდამ დაღლილია, შეციებული, რაც მთავარია, სტუმარი არის მუდამ მშიერი!
*** ღმერთო, ძლიერი და მამაცი მტერი მომეცი, მომეცი მტერი, მრავლისმნახველი, რომ თუ დავეცე, ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!
*** არ განსაჯო შენი მეგობარი, მწარე სიტყვა მოდის, მოსისინებს, დაიცადე, ვიდრე ორი მთვარე არ ატარებ მისას მოკასინებს.
*** ინაია წინაპრებს შეერია, ინაიამ ასე თქმა იცოდა: - ცოცხალი გყავს ერთი მტერი? - ბევრია, ხოლო ასი მეგობარი - ცოტა!
*** დიად სულს ვერსად დაემალები, თუ გინდა, თეთრი ბუმბული იცხე! ცოდვას მოჰყვება ბევრი წვალება, როგორც ციებას - მოჰყვება სიცხე!
*** მშიერს - არა მოჰკითხო, მაძღარს - ნუ შესთავაზებ, მაშვრალს - თუ დაარწყულებ, ნუ იდარდებ დავაზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მუხა, ვანანო მადლობა!
პეტროგლიფები იმიტომ დავარქვი, რომ კი ვთარგმნე და გავლექსე, მაგრამ რაღაცეები ვერ გავიგე. რა მიკვირს იცით? შუმერული გაშიფრეს, ეგვიპტური გაშიფრეს და კიდევ რა ვიცი, რა აღარ! რა გახდა ეს ამერიკელ ინდიელთა პეტროგლიფები, რომ აქამდე გაუშიფრავია! მხოლოდ რაღაც ვარაუდებს გამოთქვამენ და ესაა. რაც ვთარგმნე, აქ წიგნი ვიყიდე და იქიდანაა. ფეისბუქზე დევს ყდის ფოტო. ,, გრანდ კანიონში ვმოგზაურობ და ახლა უტაში ვარ, ამაღამ ვაპირებ , აქაურ მორმონებზე ცოტა რაღაც დავწერო. აქ კომენტარშც დავდებ, თუ გამომივიდა. ფოტოები კარგი მაქვს და ფეისზე შეგეძლებათ ნახვა. რა ვქნა, აქ ვერ ვდებ!
მუხა, ვანანო მადლობა!
პეტროგლიფები იმიტომ დავარქვი, რომ კი ვთარგმნე და გავლექსე, მაგრამ რაღაცეები ვერ გავიგე. რა მიკვირს იცით? შუმერული გაშიფრეს, ეგვიპტური გაშიფრეს და კიდევ რა ვიცი, რა აღარ! რა გახდა ეს ამერიკელ ინდიელთა პეტროგლიფები, რომ აქამდე გაუშიფრავია! მხოლოდ რაღაც ვარაუდებს გამოთქვამენ და ესაა. რაც ვთარგმნე, აქ წიგნი ვიყიდე და იქიდანაა. ფეისბუქზე დევს ყდის ფოტო. ,, გრანდ კანიონში ვმოგზაურობ და ახლა უტაში ვარ, ამაღამ ვაპირებ , აქაურ მორმონებზე ცოტა რაღაც დავწერო. აქ კომენტარშც დავდებ, თუ გამომივიდა. ფოტოები კარგი მაქვს და ფეისზე შეგეძლებათ ნახვა. რა ვქნა, აქ ვერ ვდებ!
5. ნაცნობია ჩემთვის ეს ჟანრი და გვერდი ვერ ავუარე :))) სასიამოვნოა :) ნაცნობია ჩემთვის ეს ჟანრი და გვერდი ვერ ავუარე :))) სასიამოვნოა :)
4. ძალიან მომეწონა , ძალიან საინტერესოებია, მიყვარს საერთოდაც ბრძნული გამონათქვამები, მეც გადამხდა თავს, თქვენი გალექსილი ეს სიბრძნე '*** ღმერთო, ძლიერი და მამაცი მტერი მომეცი, მომეცი მტერი, მრავლისმნახველი, რომ თუ დავეცე, ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!
ჭადრაკს ვთამაშობდი და ყოველთვის პირველ დაფასთან ვჯდებოდი, (პირველი დაფა ძლიერების იყო)ხოდა მწვრთნელმა შენიშვნა მომცა, მე-3 ან 4 დაფასთან მიდი ადვილად მოიგებო, მე ვუპასუხე" მირჩევნია ძლიერთან წავაგო, ვიდრე სუსტთან მოვიგო-თქო. მაინტერესებს სწორად მოვიქეცი თუ არა? მწვრთნელმა კი პასუხად, ტუჩი აპრიხა და პირველ დაფას გაეცალა.
ძალიან მომეწონა , ძალიან საინტერესოებია, მიყვარს საერთოდაც ბრძნული გამონათქვამები, მეც გადამხდა თავს, თქვენი გალექსილი ეს სიბრძნე `*** ღმერთო, ძლიერი და მამაცი მტერი მომეცი, მომეცი მტერი, მრავლისმნახველი, რომ თუ დავეცე, ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!
ჭადრაკს ვთამაშობდი და ყოველთვის პირველ დაფასთან ვჯდებოდი, (პირველი დაფა ძლიერების იყო)ხოდა მწვრთნელმა შენიშვნა მომცა, მე-3 ან 4 დაფასთან მიდი ადვილად მოიგებო, მე ვუპასუხე" მირჩევნია ძლიერთან წავაგო, ვიდრე სუსტთან მოვიგო-თქო. მაინტერესებს სწორად მოვიქეცი თუ არა? მწვრთნელმა კი პასუხად, ტუჩი აპრიხა და პირველ დაფას გაეცალა.
3. მადლობა ბატონო ოთარ, ნინა! მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ რამეში : აპაჩურია თუ ფრანგული, ხალხური სიბრძნე ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რამდენიმე ბიბლიიდან ეკლესიასტედანაცაა, მაგალითად, დალოცვა, კარგ დროს კარგ ადგილას იყავიო. ძაღლები რომ მთვარეს უყეფენ და მთვარე კი ცაზეა და ვერც ამჩნევს, გოეთესთან წამიკითხავს. არის რაღაცეები, რაც მეუცხოვა. მერე გამახსენდა ვეფხისტყაოსანი, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო. მოკლედ, საინტერესოა ეს ყველაფერი. ანდაზებში და გამონათქვამებში რომ ჩანს ხალხის სიბრძნე და ხასიათი, ისე არსად. აქ ფოტო ვერ დავდე წიგნისა, საიდანაც ამოვკრიფე. ფეისზე კია. მადლობა ბატონო ოთარ, ნინა! მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ რამეში : აპაჩურია თუ ფრანგული, ხალხური სიბრძნე ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რამდენიმე ბიბლიიდან ეკლესიასტედანაცაა, მაგალითად, დალოცვა, კარგ დროს კარგ ადგილას იყავიო. ძაღლები რომ მთვარეს უყეფენ და მთვარე კი ცაზეა და ვერც ამჩნევს, გოეთესთან წამიკითხავს. არის რაღაცეები, რაც მეუცხოვა. მერე გამახსენდა ვეფხისტყაოსანი, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო. მოკლედ, საინტერესოა ეს ყველაფერი. ანდაზებში და გამონათქვამებში რომ ჩანს ხალხის სიბრძნე და ხასიათი, ისე არსად. აქ ფოტო ვერ დავდე წიგნისა, საიდანაც ამოვკრიფე. ფეისზე კია.
2. "სულს ცისარტყელა არ ელოდება, ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება."
ზოგიერთი ძალიან! "სულს ცისარტყელა არ ელოდება, ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება."
ზოგიერთი ძალიან!
1. შესანიშნავად გალექსილი ინდიელთა სიბრძნე შესანიშნავად გალექსილი ინდიელთა სიბრძნე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|