ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2023


÷÷÷÷÷

არ არისო პოეზია ყულფის განასკვა,
არც ვაი-ვიში,
კაეშანი,
ვენის გადახსნა.
ტკვარცალიაო პოეზია!
ცრემლი?
ანაზდად,
ისიც,
სასულეში უცებ თუკი  გადაგცდა. -
ამბობს მავანი, 
გაიხარა ლექსით თუმცაღა,
იმ ლექსის ავტორს,
თავის  ლექსში უკვირს თავადაც,
რომ ამ სიხარულს  შეეყარა,
თითქმის უნახავს, -
თითქოს ეპოვოს ნაკვერჩხალი სევდის გამნაცრავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები