ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2023


უსასრულობის მიღმა

    აწ უკვე საწოლს მიჯაჭვული, კარგად გამომზადებული საკუბოვედ, მოვიდა ჩემთან მღვდელი, მთელი რიგი თეთრი ფურცლები ჩამომიდო თავთან და მითხრა, მინდა თუ არა თამაშის გაგრძელება.
ვუთხარი, რომ კარგად ვერ ვითამაშე, რადგან შემქმნელების შვიდივე წესს ვარღვევდი, ამიტომაც, დავდიოდი, ვგრძნობდი, მტკიოდა, თუმცა, ვიყავი მკვდარი.
    კიდევ ერთხელ გამიმეორა, მინდოდა თუ არა თამაშის გაგრძელება.
- თუ გინდა, რომ თამაში განაგრძო, აქა და აქ ხელი უნდა მომიწერო. თუ გინდა, რომ ამა და ამ ქვეყანაში, ამა და ამად მოევლინო, მაშინ, აქა და აქ უნდა მომიწერო ხელი.
    ნორვეგიაში თავიდან შობა, რა დამიჯდება მეთქი, ძლივს ამოვღერღე, ფილტვები უკვე აღარ მივარგოდა.
- ნორვეგიაში რა გინდა... ავღანეთში უფრო კარგი გასართობებია.
    თუ ერთობი, ბარემ ბოლომდე გაერთეო. და კიდევ, ჰა-ჰა-ჰა -ო.
- თუ ჯარისკაცად შობა გინდა, ნამდვილი ფათერაკებით სავსე ცხოვრებით, მაშინ, აქა და აქ მომიწერე ხელი.
თუ გინდა, თავგადასავლების ქარ-ცეცხლში ჩაერთო, ჯადოსნურ იუტას ესტუმრო და მთელი იქაური უდაბნოები შიშველი ფეხისგულებით დალაშქრო, მაშინ, აქ მომიწერე, ოღონდ, რაც უფრო რთულ გზას ირჩევ, ჩემო კარგო, მით მეტი გადასახადის გადახდა მოგიწევს იქ, სახლში.
      რამდენი ჯოჯოხეთურად ცხელი მიწა დევს, შენ კიდევ, ნორვეგიაო. ჰე-ჰე-ჰე. ნორვეგია ხომ იქაც გვაქვსო, სახლში.
- მოკლედ, გინდა თუ არა თამაშის გაგრძელება?! თუ გინდა, მაშინ, ხელი აქ მოაწერე.
    არ ვიცი... კი შემოვაბერდი აქაურობას მეთქი... - და უცაბედათ გამაწყვეტინა.
    სახლში, ჩემო კარგო, 7 წუთი გავიდაო.

    იქნებ ჯობდეს კიდეც რომ გავიღვიძო.
- კიბატონო. ხელი აქ მომიწერეთ... აქ... და აქ...



გასართობი თამაში: უსასრულობის მიღმა

სუსტი გულის პატრონებმა თავი შეიკავეთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები