ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2023


ვიდრე

გაწვიმდა, ცას სიცხემ აუწია,
დამუწეს პირები გვირილებმა,
მთვარე სიყვარულის ნაკუწია,
სინაზეც თანდათან გრილი ხდება.

შენა ხარ სინათლე, გნატრობ სულ რომ
და თუმცა ნახატებს ლაქად მითვლი,
იღიმი, ბობოქრობ, მარტოსულობ,
ჩვენი სიყვარულის ქალაქივით.

თუ ვერცერთ ტალღასთან ვერ უღლდება
ეს მთვარე, მე ვხატავ,  შენ იქნებ შლი,
რამდენჯერ ვიწექი შენს ღრუბლებთან,
რამდენჯერ გამეფდი ჩემს ფიქრებში.

ჰოდა ამ სიბნელეს ამ კუზიან
ჯადოქარს ვეღარსად გავექცევით,
მთვარე სიყვარულის ნაკუწია
მომხვიე სიმშვიდის საცეცები.

გაწვიმდა, ელვებმა ზეცა მორთო,
შენთან ვარ,  უბრალოდ ქარს მივყავარ,
მიყვარხარ, ვიდრე ვარ, ვიდრე მოთოვს,
და თოთო ლექსებში ვიდრე მყავხარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები