ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 სექტემბერი, 2023


ბოჩი და ბორჯღალი

      ბოჩი და ბორჟღალი

(ამონარიდი კვლევიდან ,,გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვის შესახებ")

შემდეგი საკითხი, რომლის განხილვასაც აქვე გთავაზობთ, შეეხება ღვთაება ბოჩს, რომელიც კავშირში უნდა იყოს ქართლოსიანებთან და ე.წ. ქართულ ბორჯღალთან.

რას წარმოადგენდა ღვთაება ბოჩი? ... როცა შესაბამის ისტორიულ ლიტერატურას გავეცანით, პირდაპირი მნიშვნელობით დაგვიდგა თმები ყალყზე.

ბოჩი ეტიმოლოგიურად თურმე ყოფილა  ოჩი - მამალი თხა. ე.ი. ჩვენი უძველესი წინაპრები მამალ თხას მსხვერპლად სწირავდნენ ვერძს (მამალი ცხვარი) და  ასე დაუსრულებლად: ძროხას - თხას; ...

ჩვენ არ გვინდა შევიდეთ უსაფუძვლო მსჯელობაში ვინმესთან, ამიტომ წარმოვადგენთ მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას და ამით დავუპირისპირდებით სხვათა დასკვნებს, რითაც მოვახერხებთ მათი ამ დასკვნების გაბათილებას და ჭეშმარიტების წარმოჩენას.

სრულიად შესაძლებელია, ბოჩი ნაწარმოები იყოს მეგრული  კოჩი -დან (კაცი), რადგან უძველეს ღვთაებებს საქართველოშიც და შუმერიდან მოყოლებული, სხვაგანაც, ძირითადად გამოსახავდნენ ადამიანის ფიგურით. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამა თუ იმ ხალხის მამამთავარს, მითუმეტეს ძლიერსსა და თავისი მოდგმის მფარველს, სიკვდილის შემდეგ აღიარებდნენ ღმერთად. ამის შესახებ, მარტო ბიბლიაშია მოტანილი უამრავი მაგალითი, ასევეა სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაშიც. ზოგი იყო ნახევრად ადამიანი და ნახევრად ღმერთი ან მხოლოდ ღმერთი, ანუ მოგვიტევეთ ამ გამოთმისთვის: შემწე არსება, რომელსაც სწირავდნენ სხვადასხვა ცხოველებს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს სცენა: მამალი თხა იყო ღვთაება და მას სწირავდნენ ხარს, ან ცხვარს, თანაც შემდეგ შამფურზე წამოაგებდნენ და მიირთმევდნენ. კიდევ უარესი: ღვთაება ვერძს ან ღვთაება თხას, თურმე სწირავდნენ ბიოლოგიურ ვერძსსაც და თხასაც.

გასაგებია, რომ ეს მარტივი მსჯელობა მავანთათვის დამაჯერებელი არ იქნება, მაგრამ ახლა დავიწყოთ ,,დამაჯერებელი“ განმარტება.

მამალი თხა ქართულ დიალექტზე არის ვაცი, ანუ ვ(ა)ოცი, ანუ ვ(ა)ო(ც)ჩი, ე.ი. მივიღებთ ვოჩ-ს. სავარაუდოდ ეს ფორმა ნაწარმოებია ზოგადი მამრობითი ფორმიდან - ბოჩი ან კოჩი და ა.შ.თანამედროვე ქართულშიც დღემდე  ვიყენებთ ასეთ განმარტებას, მამრობითი სქესის ცხოველს ვუწოდებთ მამრს, ამ სიტყვას, აგრეთვე მოვიხმართ მამაკაცის მიმართაც. ეს რაღაც ახალი და განსაკუთრებული აღმოჩენა არ გახლავთ, საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა არამარტო ქართულ, სხვადასხვა ენებშიც.

აი, რას ამბობს ექვთიმე მთაწმინდელი ბოჩის შესახებ:  ,,სახელის დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი რო, რომელნი  მათ ღმერთად შერაცხნეს, რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა სრულად მოსპენ - დღეს ანუ აპოლოს, ანუ არტემის, ანუ ბოჩი და გაც და ბადაგონ და არმახ“ ( ა. ხახანაშვილი გვ.  113).

აქ,  წმინდა მამა არ უთითებს იმაზე, რომ ბოჩი  ე.წ. ცხოველური წარმოშობის ღვთაებაა, პირიქით, მას მოიხსენიებს იმ ღვთაებებთან ერთად, რომლებსაც  გამოსახავდნენ ადამიანის ფიგურითა და სახით, თუნდაც აპოლონს ან გაცს.

ახლა კი, ისევ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობები მოვიშველიოთ: ,,ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა.  ბოჩისასა იტყოდეს ამას. ,,ესხნეს შვდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვთოეულთა ხელთა თვთოეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თვთოეულთა ხელსა მისსა აქვნდა თვთო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა წყალობისა, განა რისხვისა. ესე საკუთარ ქართველთა არს, რომელიცა უვიდოდათ საესვათ (კერპთა თვის და თაყვანის სცემელთა უძველესთა ქართველთასა მოთხრობის წვლიდად ამავე წიგნის შინა).
ეგ სახედვე შვიდნი ხელნი მოჩისანი ნიშნავდეს შვდთა ნათესაობათა თარგამოსიანთა;  1) ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნეს ერთ საზოგადოობა და ხელისა ქვეშე ქართლოსისა.  2) ეგროსის. 3) მოვაკოსისა. 4) ჰეროსისა. 5) ბარდოსისა. 6)ლეკოსისა და 7) კავკასოსისა. ესე შვდნი ნათესავნი არიან ერნი გიორგიისა, ესე იგი საქართველოისა ანუ ივერიისა, რომელნიცა პირველ ყოველნივე ერთ-ერ და ერთ=ენა იყვნეს და ყოველნივე ქართულისა მომზრახნი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 51).

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ბოჩს ჰქონდა შვიდი ხელი, რომელიც კავკასიონის შვიდ მთასა და თარგამოსის შვიდ ძეს განასახიერებდა. ასევე, ეს იყო იმდროინდელი ერთიანი საქართველოს სიმბოლოც. თითოეული ხელი წარმოადგენდა საქართველოს შვიდ კუთხეს, რომლებზეც ვრცელდებოდა მათი ხელმწიფება და ამასთან ყველა იყო ქართლოსის დაქვემდებარებაში.

ბოჩის, როგორც უძველეს ქართველთა ღმერთის ბუნება თეიმურაზ ბატონიშვილს  კარგად და ამომწურავად აქვს აღწერილი, ყოველ  შემთხვევაში, ეს ცნობები შეუფასებელია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ასახული იმ წიგნში, რომელსაც ერქვა ,,მატიანე შემეცნებათა“ და მას ფლობდა მისი ბიძა ანტონ კათალიკოსი და საიდანაც ბატონიშვილმა, მისივე განმარტებით, ყველაფრის გადმოწერა ვერ მოახერხა.

როგორი მატერიალური სახე ჰქონოდა ღვთაება ბოჩს? ... ამაზე არსად არაფერია თქმული, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება მთლიანად ამ კვლევაში განხილული საკითხების ანალიზს. ისედაც, ხომ დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ბოჩის გამოსახულება, როგორც მთავარი ღმერთისა არ არის აღმოჩენილი? რატომ? არ გამოსახავდნენ მატერიალური სახით მას ჩვენი წინაპრები? ... სწორედაც რომ გამოსახავდნენ.

ბოჩს უნდა ჰქონოდა ბორჯღალის მატერიალური გამოსახულების სახე, რადგან ორივე შემთხვევაში გვაქვს შვიდი მკლავი. ამასთან, ბორჯღალის ყველაზე უძველესი ქართული გამოსახულება აღმოჩენილია ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიურ შრეში. ეს ეპოქა ემთხვევა თარგამოსის მოსვლას ამ ტერიტორიებზე, საიდანაც შემდგომ ძვ.წ. 28-ე საუკუნეში ქართლოსი თავის ძმებთან ერთად შემოვიდა საქართველოში (ივრის ხეობა).

ბორჯღალს მიიჩნევენ სხვადასხვა სახის სიმბოლოდ. ზოგი აიგივებს მას მზის ღმერთთან, ზოგიც სვასტიკასთან, რომელიც ასევე ითვლება მზის სიმბოლოდ და ა.შ. მაშასადამე, ძირითადად ყველა ღვთაებად მიიჩნევს, ოღონდ აქამდე არავის უთქვამს, რომ ის შეიძლება იყოს ბოჩის მატერიალური გამოსახულება.

ბორჯღალი გვხვდება სხვადასხვა უძველეს კულტურაში. სავარაუდოდ მათ აქვთ ერთიანი წარმოშობა, ისე, როგორც ნოეს მოდგმას,  ენას, დამწერლობას და სხვ. (ეს ყველაფერი განხილული გვაქვს ამ კვლევაში), მაგრამ ეპოქების მანძილზე, ზოპგმა კულტურამ შეინარჩუნა იგი, როგორც სიმბოლო, ზოგან ღვთაებრივი ან სხვა სახის დატვირთვის მქონე გახდა, ზოგან დაიკარგა და სხვა შემთხვევაში კი, გვიანდელ კულტურებში საერთოდ არ იქნა ინტეგრირებული.

ჩვენი ვარაუდით, კავკასიონის შვიდი მთაც ქართლოსს და მის ძმებს უნდა უკავშირდებოდეს. ზოგადად, მთის ამ სახით სიმბოლიზირება წარმოადგენდა ადამიანის ძლევამოსილების გამოხატვის ფორმას, მითუმეტეს, რომ შვიდივე ძმა ივრის ხეობაში შემოსვლამდე, თარგამოსთან ყოფნის პერიოდშიც გამორჩეულები იყვნენ სანათესაოში და იმ საზოგადოებაში წარჩინებულ ფენას წარმოადგენდნენ, რაც კიდეც დასტურდება თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებით, შვიდივე ძმას გადაეცა სამმართველოდ შვიდი კუთხე საქართველოისა, ოღონდ ქართლოსის უზენაესი ხელმწიფებით.

თავიდან, ქართლოსის სიცოცხლეში, ბოჩი (ბორჯღალი) სავარაუდოდ წარმოადგენდა კავკასიონის შვიდი მთის სიმბოლოს ღვთაების მატარებელ სახეს, თუმცა ამავდროულად შვიდი ძმის სიდიადის გამოხატულებასაც, რადგან ქართლოსმა და მისმა ძმებმა, საქართველოში შემოსვლამდე გაითქვეს სახელი თავის ხალხში. ეს კი მათ  ღვთაებრივ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ ქართლოსის შემდგომ კი, იგი  გარდაიქმნა მხოლოდ შვიდთა ძმათა მკლავების გამოსახულებიან ღვთაებად. მომდევნო ეპოქებში მან ეს ღვთაებრივი დატვირთვა შეინარჩუნა და მოგვიანებით არმაზით ჩანაცვლდა.
- - - - - - -- - - - - - - ---
შენიშვნა:  ზემოთ, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ ბორჯღალი შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე გალაქტიკის სიმბოლურ ან პირდაპირ გამოსახულებას, რაც ქვემორე განხილვას არ გამორიცხავს, პირიქით, იგი აიღეს თავიანთ ღვთაებრივ სახედ ქართლოსმა და მისმა ძმებმა, რათან ხაზი გაესვათ მათი ზეციური, ანუ ღვთაებრივი წარმომავლობისთვის. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები