ვერ დამეძინა, იცი წუხელის, ელვებმა ზეცა რომ გადასერეს და ვით ოსტატი უკვე უხელო, უჭერო სახლში მარტო და სველი
ნი, ვუგონებდი გასამართლებელ მიზეზს ამ ქვეყნად ჩემი გაჩენის და გაჰყიოდნენ კლდეზე მართვენი, შიში რომ ჰქონდათ ობლად დარჩენის.
ვსინჯავდი წარსულს ხელის ცეცებით, ვერ გაგებული იყო იგავი, წუხელ სარკეში ჩემს თავს ვეძებდი, მე ვიყავი და მე არ ვიყავი.
და როგორც ტყვია თოფის ლულიდან, გონარეული კარში გავვარდი, ცას შევეჭიდე, ასე ურიდად, ვგავდი ნაპერწკალს ცეცხლად ავარდნილს.
ვსუნთქავდი ბედთან გადამტერებით ბოღმა შემომრჩა ყველა ვნებიდან, გენიოსები, ვით ფანტელები, ცვიოდნენ თეთრი აივნებიდან.
და მეღა დავრჩი ღმერთადყოფილი, ქარებს ვძერწავდი სუსტი სიოდან, მიწა ოხრავდა ავადმყოფივით, ნი, ნაბიჯები ჩემი სტკიოდა.
მივქროდი სადღაც პირგამეხებით და შეძახილი ისმოდა ხრინწად, უცებ ვიგრძენი ღმერთის შეხება და ჩემს ოთახში გამომეღვიძა...
დანტე დარდიანი 04/09/2023
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უცებ ვიგრძენი ღმერთის შეხება და ჩემს ოთახში გამომეღვიძა...
მშვენიერია.
უცებ ვიგრძენი ღმერთის შეხება და ჩემს ოთახში გამომეღვიძა...
მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|