დრო იტყვის ნარჩევს, დანარჩენს ვხედავ, დღეს ერი ნანობს რომე სხვაობას, იტყოდა ბევრი თუ რამდენს ბედავს, ქართველი ქუხდეს სანახაობად, დრო გადის, ღამეც ,სიმშვიდის ნება, და სურვილების გარე ბინადარს, არ დარჩენილა რომელი ვნება, ვისმე არ ქონდეს,ვისმე ვისა გავს, საკითხი ბერვი პასუხი ერთად, გაშლილი ბაგე და სალი სიტყვა, არავინ ღელავს ,პასუხობთ ერთხმად, ან ვინღა იტყვის ან ვინმეს ითქვას, მსგავსება თქვენი წისქვილებს გავდა, დამუშავებულს გაქონდა ეზო, და გადაფარულ მიწასაც ხნავდა, საფუძვლად ერთი აზრი რომ ედო, ახლა მწარეა და დაღამებაც, ვერა მორჩილი დილის სიამით, გაივლის დრო და არა წამებად, დრო გადის ბევრის რომე სიავით, რად არის ასე და არსი ერთის, არავის გავს და არავის გავდა, პასუხი იყო თურმე იმ ღმერთის, რომელიც ყველას ერთხმადაც სწამდა, პასუხი მწარე ,პასუხი მართალს, ამბობდა არსით, ამბობდა ცრემლით, ნათესებს მართლის რომელი მარცვლავთ? პასუხი ერთად პასუხი ხმელი, სეტყვა ბურუსი და ფიქრი მწარე, შემოეგება სექტემბერს წვიმა, აბა ვინ ფიქრობს რას ვიქმნით ხვალე, აბა ვინ საით როდის და მივა? ერთობით ნათქვამს არაბის ნაწერს, ნადავლიც კიდევ უცხო ხილია, და საფიცარად დასდევდა ამდენს, რომ გაჰყვირიან რომ გაჰყვირიან, ერთად და მარად ერთობით მთვრალი, ხვალამდე მიგყვა ,ეს სიტყვა მარად იქნება საზრდო ნანატრი ხვალის, დრო გავა წამად ,დრო გავა წამად, მე მნებავს კარგი და სარგო წამალს, ერთობას ვიტყვი ასე უჩუმრად, და მარტოობით მე მხოლოდ მავალს, ერთობას ვამბობ მავალს ქუჩურად, დრო ფეთქავს ვიცი დრო შეცვლის ყოველს, და საფიქრალი რომე მშვიდობა, ვებრძოდი ლეკებს ვემსგავსე ფხოველს, წამები წუთებს დაემშვიდობა, ასე ვწერ ახლა დრო-ჟამით მთვრალი, რომ ნამთვრალევი ვყვებოდე მესას, სიტყვები ჩემი სიტყვები ხვალის, გულისპირს დარდი რომ გადმომექცა, რწმენით და აზრით გაგვევლოს კიბე და საკიბური აგვეგოს ბევრი, ასე აავსებს საკიდებს კიდეც, ქუდზე დადგმული ნაკვეთი ჭერი.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დიდი მოცულობის დარდიანი ლექსი! დიდი მოცულობის დარდიანი ლექსი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|