უკეთებენ კატას „კლიზმებს“, ჩხავის, ბადებს კატაკლიზმებს, ცა ჩამოდის დაბლა ფეხად, ღვარი მინდვრის ჯეჯილს წნეხავს.
მოდის კვერცხისხელა კოხი, ყველგან გმინავს კაცი ოხვრით, იტბორება ქალაქები შტორმებით და ტალახებით.
ნადგურდება ნათესები, ხოლო ცეცხლის დაკვესებით, იწვის ტყე და მარცვლეული, ინაცრება ანეული.
გაიღვიძეს ვულკანებმა და აფრქვევენ მძულვარებას, ხშირად ხდება მიწისძვრები, ხვდები როგორ იწირები,
სტიქიონთა მოძალებით, ქარიშხლების მომძლავრებით და გვალვების გამრავლებით, წყლებს რომ აშრობს გამალებით.
მყინვარებზე თოვლი დნება, ჩქარა, განა ნება-ნება და მტკნარი წყლის მარაგები, შემოგვრჩება არაკებში.
გლობალური დგება სიცხე და ქმედებას ითხოვს ფიცხელს, იღუპება კაცი გარყვნით, მიზეზია ცეცხლით წარღვნის.
5 სექტემბერი, 2023 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო პოეზია, ვულკანებით, ღვარცოფით, ქარიშხლებით, მიწიძვრები, გვალვით და თან შეზავებული იუმორით უკეთებენ კატას"კლიზმებს". მოდის კვერცხისხელა კოხი. საინტერესო პოეზია, ვულკანებით, ღვარცოფით, ქარიშხლებით, მიწიძვრები, გვალვით და თან შეზავებული იუმორით უკეთებენ კატას"კლიზმებს". მოდის კვერცხისხელა კოხი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|