ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალოჰა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 სექტემბერი, 2023


მეგობარს

მე დავრჩი მარტოდ პირად დემონთან
როგორც მოზარდი ღამის კოშმართან.
როგორც კურდღელი მშიერ მდევართან,
როგორც კვირტები მგმინავ ქარებთან,
როგორც ცრემლები შვილმკვდარ დედასთან...

შენ მე დამტოვე ჩემო მეგობარო ...


ამოუხსნელი გრძნობათა ზღვა..

მარტოდ შობილი უძლური ღამე ებღაუჭება დაისის ცას...

ჩამავალი მზიდან  ოქროსფერი სისხლი მძიმედ მოჟონავს ...
გემები იხრჩობენ თავს...

წამოიშალნენ ჩემში სიტყვები , გარეთ გამოსვლას ლამობენ კვლავ...
გარდაცვლილი მეგობრების ხმები,რაღაცის, ცდილობენ თქმას...

ჩურჩულით დადებული ერთგულების აღთქმა
ერთად შემდგარი გოგლგოთის გზას...

თავბრუდამხვევად ტრიალებს სუფი,
რწმენაში ითრევს უბიწო კრავს...

"და მაინც რა არის ის რაც არარსებულს რწმენის საგნად აქცევს "
ნუთუ არ ვკითხეთ თავს?

ფიქრებაშლილი, ფარხმალდაყრილი,
მივებარები მობერილ ქარს...

ეს დასასრულია ჩემო მეგობარო...
დასაწყისის დასასრული !



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები