ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2023


* * *

ვინ ვიყავ და ვინა ვარ?
...


ადამიანი ვიყავ
ზეციური სულით
მშვიდი გულით
წმინდა ფიქრებით.

ბავშვი ვიყავ უმანკო,
აზრები მქონდა ბრძნული.

შემიჩნდა რაღაც სურვილი
სიზარმაცის და რულის,
მერე  ტკბილმწარედ ვიგემე
წუთისოფელი მტრული,
ჯერ ჭკვიანი ხარო მითხრა,
ყველა როდია მსგავსი
ტკბილად მესმოდა  თითქოს
გველის სისინი მტკნარი
მოიარეო სამყარო,
რა არის ამის მსგავსი,
თავისუფლების ხმა ისმის,
განა სინდისი გჯაბნის?
იყავი თავის ბატონი,
ცოდვა სწორია მართლის,
როგორიც მოგესურვება,
შექმენი შემოქმედი,
ნუღარ გიზიდავს კრავობა,
უმანკოება მტრედის,
მგლურია წუთისოფელი,
დაუხვდი როგორც მგელი
შენ  კერპია სიამეა,
ის არის შენი ღმერთი.
სულ ამას იმეორებდა
ჟურნალ_გაზეთი, პრესა,
ჰეროდეადას დაეპყრა
როკვის ხმა
ტკბილად მესმა,
ხოდა მეც ხელში მეჭირა
ნათლისმცემელის თავი,
აი ამ ორომტრიალში,
სიმშვიდე შემომესმა:

ვინ იყავ და ვინა ხარ?
ვინ იყავ და ვინა ხარ!
ვინ იყავ და ვინა ხარ?!
ვინ იყავი და ვინ ხარ.

ვაჰმე ბედკრულო ქვეყანავ.
ვინ ვიყავით და ვინ ვართ?!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები