 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2023 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი სტრონი
სტრატეგია ქართული
სულ ერთი ბეწო ხარ, ვეშაპად გსახავენ, რაღა აკლიაო დიდ იმპერიამდე? ათასწლეულები ბრძოლაში გალიე, დღეს ცოცხლად გიყურებთ შენ - ისტორიამდელს, წარსულის გაკვეთილს ვსწავლობთ და ვერც ვსწავლობთ. ლოგიკა - ვერ გშველის, ბედს თავი მიანდე, თუ გაერთიანდი, ერთ ლუკმად შეგხრავენ, განა მოგითმენდა ვინმე მტერი ამდენს, გათიშვა გვშველოდა ქართლელთა, კახელთა… ერთად რას ვუშველით, თუ მტერი გახელდა? ცეცხლად დანთებულხარ, ქარად გიბერია, თუ მტერი მოგადგა, თუ მტერი ბევრია, წვრილად დაიშალოს ერი თუ ბერია, აი, საიდუმლო შენი - იბერია!
ერს სურს ერთობა და ხელი შევუშალე? გეგმა ჩავუშალე? ფუძე მოვუშალე? სახე წავუშალე? კარგი დავუშალე? ეს - რას ვლაპარაკობ? ხომ არ შევიშალე?!
წვრილად დაიშალე, წვრილად დაიშალე, ნაშალთა სიწვრილით მტერს ხელი უშალე, ვერარა გაგიგოს, ვერ მოგინადიროს, ვერ შემოაღწიოს შენს რია-რიამდე! არ გაერთიანდე, ჩემო საქართველოვ, არ გაერთიანდე, არ გაერთიანდე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! საშველზე ვფიქრობ და ასეთი აზრიც დამებადა. მადლობა, მუხა! საშველზე ვფიქრობ და ასეთი აზრიც დამებადა.
1. საქართველო! ეს პატარა მარგალიტი , მუდამ გაბრწყინებული იქნება საქართველო! ეს პატარა მარგალიტი , მუდამ გაბრწყინებული იქნება
|
|
მონაცემები არ არის |
|
|