ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2023


ჩემი გადია

დაზამთრებამდე უსაყვარლესი, ჩემი გადია გარდაიცვალა
ვით მზის სხივებმა შუქი დალია, გაქრა მიჩუმდა არ უწვალია
ენაწყლიანი ვიყავ მანამდე , მანამდე ვიყავ ენა მარცვალა,
ვიდრე სიყვარულს ადამიანურს შევერეოდი არ დამაცალა.

თეთრ თოვლზე მთვარე, ენა ჭარტალა რას ქირქილებდა ვერ გამიგია
ან მიკიოტი ღამე ცალთვალა გაუთავებლად რად გაჰკიოდა
იმ ღამით ჩემი სიცოცხლის ნერვებს ჩემი გადიას სურნელი ჰქონდა
გადასუდრული ჭალების გულში ელვად მომსკდარი ქარები ძწრწოდა.

რა მექნა ასე ყველასთან მარტოს, მე მივატოვე მისი ცხედარი
გავემართე და არ ვიცი ამ დროს , რად არ მომდევდა ხმები წარსულთა
მე ჩავესვენე მატარებელში, იქ კი სუდარა კრთოდა ფერმკრთალი
იქ განადგურდა წუთისოველი , მთელი ცხოვრება იქვე დასრულდა.

ჩემი გადია გარდაიცვალა, ვინ უპატრონა საბრალო მოხუცს
ვინ მიაცილა გზამდე სამარის, ან კვლავ კიოდა ჭოტი ცალთვალა
ერთი ვიცოდი დანამდვილებით, დაზამთრებამდე ნოემბრის სუსხში
ჩემი  გადია გარდაიცვალა.

შემდეგ  რა იყო ჩემი ცხოვრება, აზრთა ჭიდილი ხალხთა სიმრავლე
მე იქ დავბრუდი მისებრ მოხუცი, იმავე საწოლში გარდავიცვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები