| ავტორი: ნექტარი ჟანრი: საბავშვო 7 სექტემბერი, 2023 |
შ ე მ ი ძ ლ ი ა ავტ: ნ ე ქ ტ ა რ ი
შემომდგარა შემოდგომა გაზაფხულის ფერშემცვლელი, ცვივა ხეებს ოქროსფერი, მწიფე–მწიფე ზღა ფოთლები, მზეც კი კარგავს ძალას ისევ, ვითაც კაცი ხანდაზმული, ცა ნაცრისფერ ფერს იხამებს და განწყობით მეც ვიცვლები,
ველი ზამთარს ციცარისფერს, შეღამებით, გათენევით, თუმცა იმედს არა ვკარგავ ამ ცხოვრების გაგრძელებით, რადგან მოვა გაზაფხული ყვავილებით, ლაღი ფერით, ამწვანდება, გაიღვიძებს ტყეები და მინდორ–ველი,
ჩემს სიცოცხლეს დავაფასებ, ჩემს მიზანს და ჩემს სიყვარულს, წინაპრების საოცარ კვალს ავაყვავებ წარმატებით, ვაზსაც მოვწევ ყვავილობას, სურნელს მისას ბადაგად ქმნილს, სიბრძნეს სიბრძნით ვუპასუხებ, დღენიადაგ აღვმატდები,
მამული გვაქვს წმინდა კერად, გვაქვს უცვლელი ენა, რწმენა, ერთგულების ფასი ვიცით და არასდროს შევიცვლებით, სამოთხეა ჩვენი მიწა, ვართ ედემის მშენებლები, უფალია მუდამ ჩვენთაან, მოვალთ მუდამ ათი მცნებით,
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უდიდესი მადლობა მუხა, მარტალი ბრძანდებით, მაგრამ ამ იდეით რომ გაიზრდება ბავშვი, წარმოგიდგენიათ სიყვარულის აუცილებლობას და ფასს რომ შეისისხლხორცებს მისი აუცილებლობით, რა იქნება ეს, ბავშვები ხომ პატარა დიდები არიან, მათი გონება ხომ ჩვენს გონებაზე ძლიერია და ადვილად ითვისებს ყველაფერს. უდიდესი პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი უდიდესი მადლობა მუხა, მარტალი ბრძანდებით, მაგრამ ამ იდეით რომ გაიზრდება ბავშვი, წარმოგიდგენიათ სიყვარულის აუცილებლობას და ფასს რომ შეისისხლხორცებს მისი აუცილებლობით, რა იქნება ეს, ბავშვები ხომ პატარა დიდები არიან, მათი გონება ხომ ჩვენს გონებაზე ძლიერია და ადვილად ითვისებს ყველაფერს. უდიდესი პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი
1. სამოთხეა ჩვენი მიწა, ვართ ედემის მშენებლები, უფალია მუდამ ჩვენთაან, მოვალთ მუდამ ათი მცნები
მშვენიერი ლექსია , ოღონდ საჩემო... სამოთხეა ჩვენი მიწა, ვართ ედემის მშენებლები, უფალია მუდამ ჩვენთაან, მოვალთ მუდამ ათი მცნები
მშვენიერი ლექსია , ოღონდ საჩემო...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|