ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2023


ძველ მეგობრებს

ერთად მივდიოდით სინათლისკენ!
თითქოს გვიყვარდა ღმერთი, სამშობლო და ერთმანეთი!
ერთად მივდიოდით სინათლისკენ
დარდიანი და აზრიანი დღეებით!
ერთად მივდიოდით სინათლისკენ
და გვწამდა მეგობრობის უსასრულობის.
მერე რატომღაც შემოვბრუნდით
და ერთად მივდიოდით სიბნელისკენ,
და თუმცა გზა იყო ერთი და თითქოს მივდიოდით ერთად, მაგრამ
უფროდაუფრო ვშორდებოდით ერთმანეთს.
ერთად მივდიოდით სიბნელისკენ!
გვძულდა ღმერთი, სამშობლო და ერთმანეთი.
მივდიოდით მანამ, სანამ არ დავაქუცმაცეთ და ბოლომდე არ დავივიწყეთ ძველი გზის უკანასკნელი მოგონებები.
მივდიოდით და
აღარც გვახსოვდა, რომ იყო დრო როცა
გვწამდა მეგობრობის უსასრულობის...

მერე მე ისევ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ვიდექი, როგორც ბავშვობაში,
ერთი ქალი მომიახლოვდა მითხრა:
მე შენ გიცანი, გახსოვვართ მე და დედაჩემი?
-დედათქვენი უფრო მახსოვს...
-შენ ხომ იმათთან ერთად დადიოდი? სად არიან დანარჩენები?
მერე  სახე გაეყინა და შებრუნდა თითქოს სხვას მიმართვადა.
-იმედია დაბრუნებიან - დავბრუნდებით! გავიფიქრე მე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები