ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2023


ბილიკი

სანამ ბილიკზე დავდგებოდი — საცალფეხოზე,
ჩემი სურვილით ამ გზის გავლას დავთანხმებოდი,
არც ის ვიცოდი გზაში ვინმეს თუ შევხვდებოდი,
არც ის ვიცოდი ეს ბილიკი სად მიმიყვანდა.

დაკარგულმა და დაბნეულმა ქვეყნად ყველაზე
გამოვიარე ათას ერთი ღამე ლამაზი,
ან ღამეები იქნებ თავად გავალამაზე
გამონაკლისი წყვდიადის და უკუნის გარდა.

გზაში მხვდებოდნენ დემონები, ძალას მაცლიდნენ,
ცხელი გრძნობები უცაბედად ისევ გაცივდნენ
და შემოდგომის ფოთლებივით ჩემს გულს გაცვივდნენ —
უსულოები დაიფანტნენ დაკეტილ კართან.

დავეცემოდი ხანდახან და მუხლებს ვიტკენდი,
ტკივილის მსგავსად სიყვარულსაც ხშირად ვითმენდი,
არასწორ ბილიკს ყოფილა რომ განზრახ ვირჩევდი,
რადგან მართალი არ ვიყავი საკუთარ თავთან.

მერე ერთ დღესაც წვიმის შემდეგ მზე ამოვიდა
და ჰორიზონტზე სილუეტი გაკრთა შორიდან
ვთქვი: "გადამარჩენს პირველივე ვინც მიპოვის" და
მას შემდეგ აღარ ვხეტიალობ ბილიკზე მარტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები