ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2023


მორიგი ღამე

მორიგი ღამე, როგორც სახადი,
დგას და ოთახში ზაფხული კვდება.
ოცნება თითქოს სახედარია,
ნაშიმშილარი, მის გამოკვებას
სჭირდება ჩემი უგულო მკერდი,
რომ ამოჭამოს ხორცი შიგნიდან
და თითქოს ლექსი, ხვალ დასაწერი,
მიყურებს - მიწის ღია პირია.
თევზებსაც მთვარე ჩაალპათ პირში,
გაქვავდნენ ვერცხლის მწველი წვეთები,
დაბრმავებული, ცხოვრების ნისლში,
დავეხეტები ხელის ცეცებით .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები