ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2023


❤️...

"დიდი" გამხდარხარ, აგისრულდა ბავშვობის ნატვრა...
პრესაში შენი ფოტო ვნახე... გიხდება წლები...
მახსოვრობიდან ბევრი კადრი სრულიად გაქრა,
მაგრამ არასდროს არ გამქრალა შენზე ფიქრები.
ჩვენ ვმეგობრობდით, უფრო სწორად შენ თვლიდი ასე,
ერთ მერხს ვიყოფდით, კალამს, რვეულს, ბულკს და მიზნებსაც,
ჩვენი დღეები მუდამ იყო ოცნებით სავსე,
დილას შუადღე ათრობდა და ღამე გვისმენდა.
მერე კი უცებ ბოლო ზარმა მხრებზე გაფანტა
ცხოვრების ტვირთი და გვიჩვენა გზები საზიდად,
შენ შენი წილი "მოიხურე", როგორც ლაბადა,
ჩემს წილს იმ დღიდან მარტოსულად, ჩუმად აწვიმდა.
ჩვენი სამყარო შენთვის ძლიერ მცირე აღმოჩნდა,
წახვედი, საზღვრებს მიღმა ნახე ნიჭის საფარი,
ცოდნა, რომელიც მე გამაჩნდა მსუბუქ გამოცდას
ეყო და დავრჩი ინსტიტუტის კარებთან მდგარი.
მერე უბრალოდ დაგვიბერდა ის ემოცია,
სასაცილოდაც აღარ ჰყოფნით წლებს დღეს სიშორე,
ალბათ დაემთხვა, როგორც მაშინ კვლავაც ოცია,
ახლაც მოდი და მომილოცე...
ისევ მიპოვე...
....
ყველა წერილი ადრესატის გარეშე ყრია,
უყურადღებოდ გახუნვია მელანს წვეთები,
მერე რა თუკი დიდი ხარ და დღეს ვიღაც გქვია,
მე უსახელო, წარსულიდან, მაინც შეგხვდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები