ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2023


ქუხილი ხვალის აანთებს მნათობს'

   

ცა გაიფიცა,უკუნეთის მდიეს ქარებმა,
როცა არ მოხველ მოსასვლელად დრო კი ვიჩემე,
და სიმარტოვის დაიქუხა წყნარმა ქნარებმა,
როს სიჭაბუკე სიკვდილითურთ ამოვიჩემეთ,
გზა გარე კიდის სადინარით დაიფსო წვიმად,
საწვიმრის ყელიც საცნობია ნაბგერი არსი,
თითქოს და არვინ აღარასდროს მიწამდეც მივა,
სიტყვაა მათი, სიტყვა რომა ნანახი ფარსი,
განდგომილთ უთქვამთ ძილისპირულს ნუ უსმენ ზეცას,
ზეცა მარტოა ,დაღამებულს არ უჩანს ბოლო,
არ გამიგია ,არა ერთი მე ხალხის კვნესა,
ვიტყოდი ფარსად დარჩენილი საქმეა,ხოლო
არსება მიწის დაუდგმელი ცამდე კიბეა,
ზეცამდე აღწევს ბაბილონის ღვთაება თურმე
მე თუ ამ სიტყვით ან რამთაც გავიყიდეა,
თითქოს სხვის სიტყვას ვაჩუმემდე აბრუნებს ურმებს,
დრო სიტყვებს ფანტავს,გაფანტული თურმე ხიდია,
ჩალეწეს დაწვეს და საყდარი დარჩა უჩემოდ,
მე თუ ამ სიტყვის ან როდესმე გავიყიდეა,
ვიარო მარტო ან ვიარო თუნდაც რომ უძმოდ,
ცა ტირის ღელავს,ცამ იცოდა ესე რაობა,
და საჩინოა ყოველი რომ სიტყვით მოსილი,
ეს რომ არიყო ბაბილონის სანახაობა,
არავინ მნატრობს დღეს არავინ არის მოცლილი,
მიწის დარ სევდას თუ იპოვით საყდარის ახლოს,
მე გეტყვი ერთი თუ ორია ნანახის ფესვი,
ხედ დადგმულ აზრებს თუ შეხვდები ფრჩხილებით ნახოკს,
მე გეტყვი არად დაიტოვე ეს ჩემი ლექსი...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები