- "ღვინით მორიგი შეუვსე თასი, მზად იყავი და ნიშანს ელოდე. დადგა ჩემი დრო, დღესაა შანსი, აჰა, ღორივით დათვრა ჰეროდე."
ის როცა თვრება, ვნებააშლილი, უგნურ პირობებს იძლევა უხვად. ამით სარგებლობს დედა, და შვილიც მის დავალებებს ასრულებს უხმოდ.
- "მიდი, სალომე, იცეკვე ისე, როგორც აქამდე არ გიცეკვია!" აცუნდრუკდება ჰეროდე ისევ, მეფე კი არა ძაღლის ლეკვია.
როკავს და როკვის დგას აპოგეა, მთელს სასახლის კარს გოგო აოცებს. - "რაც გინდა მთხოვე, ო სალომეა, ჩემი სამეფოს ნახევარს მოგცემ..."
აჰა, თქვა სიტყვა, მეფემ "დიადმა", და ნათქვამს ხომ არ წაიღებს უკან?! კმაყოფილია ჰეროდიადა, ქმრის მოღალატე, ეშმაკი ძუკნა.
დარიგებულმა დედის, იმთავით, იცის, სალომემ, რა უნდა სთხოვოს. - "ნათლისმცემელის მოჭრილი თავი, სხვა არაფერი, ეს მინდა მხოლოდ".
იცინის ეშმა, მიდის ჯალათი, კარის გაღების ხმა ისმის საკნის. გარინდულია მთელი პალატი და თვით სიმართლე შემოჰყავთ ლანკნით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი, მეც დამაკლდა თითქოს და მივუბრუნდები აუცილებლად. მადლობა, მუხა! კი, მეც დამაკლდა თითქოს და მივუბრუნდები აუცილებლად. მადლობა, მუხა!
1. რა დიდებული, ბალადაა, კარგადაც შესრულებული, ოღონდ უფრო მეტი მოცულობისა შეიძლებოდა. რა დიდებული, ბალადაა, კარგადაც შესრულებული, ოღონდ უფრო მეტი მოცულობისა შეიძლებოდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|