ბოდიში მომავალო, თუ მე გავქრი შენს წარსულში, რადგან ამბობენ რომ არსებობის ბეგარა მენტალურ უწონადობას უტოლდება, რომელიც არავინ იცის რამ დააგდინა, ღმერთს კი აწერენ, მაგრამ ღმერთი ჩემს გონებაში იმდენად სუფთად არის დავანებული, რომ თქვენს რეალობაში არსებული ხელოვნური ინტელექტიც კი მისი გავლენის ქვეშ მოქცეული აფსურდია, და არაფერი მეტი. მიუხედავად ამისა კი, ღმერთს აწერენ მენტალურ უწონადობას, და მაშინ, როცა ეს რეალობა, ერწყმის მომავლის რეალობას, რომელშიც პროფესიები იმდენად განვითარებული ან „განვითარებულია“ რომ პოეზიას, მუსიკასავით ტექნოლოგიები ქმნიან, (თუმცა ეს მოდელიც მოძველებულად ითვლება) მე ვქრები სუფთა მათემატიკური მეთოდით, რომელშიც პლიუსი და მინუსი ერთმანეთთან ბათილდება.
ტრაგედია კი, იმაშია რომ საბოდიშოც არაფერია, რადგან ფაბულას, რომელსაც შეუძლია განვითარება, ჩემი რეალობის გადასახედით რომ აიხსნას, მე გამოვდივარ კონვერტში ჩადებული წერილი, რაც ჩემს რეალობაში მარტივ მეილებს ჩაუნაცვლებიათ, და მეც ისე ვფიქრობ როგორც თქვენ, რომ ეს ყველაფერი მარტივია და მისაღები.
სწორედ ამიტომ, მე გავქრები და მთელი ჩემი ემოცია, პოეტობასა და დროსთან ჭიდილზე სისულელეა, მანდ დაიმსხვრევა ლეგენდები გამოსხივებებზეც, მანდ, სადაც შენ ხარ, შენ, ვისთანაც არავინ უწყის მოვა თუ არა ეს ნაწერი, რომელიც პირველი თაობის I7ზე იკრიბება, და რომლის ბუდეც თმის ფენით გავწმინდე გუშინ.
მაგრამ თუ მოვა, მე მოგიყვები ანეკდოტად, რომ ამ ნაწერის ავტორი, სხვებს, როგორც მოძველებულებს და დრომოჭმულებს, ისე ვუყურებ. რადგან რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ასე მგონია, რომ ვიღაც, ვისაც თავი დიდი ჰგონია, შექმნის მენტალურ უწონადობებს, სამყაროს კონტროლისათვის, და ყველაზე დალაგებულ და განვითარებულ რეალობებშიც იარსებებენ ხმაურიანი ახალგაზრდები, რომლებიც სადღაც, ძველ ტექსტებში დაუწყებენ ძებნას სიტყვა _ თავისუფლებას, კაცმა არ იცის, იპოვნიათ თუ არა, მაგრამ თუ ვერ იპოვნეს, მაშინ მოვყვები ამბავს, როგორც შენი თანამედროვე, ჩემი ეპოქის ლამაზ გოგოზე, რომელსაც მხოლოდ კონვერტში ჩადებული წერილებით კონტაქტი უნდა, რადგან სწორედ და მხოლოდ ამაში ხედავს რომანტიკას, ხოლო წარსულში, რომელიც ჩემი რეალობაა, დავტოვებ მხოლოდ პატარა სიტყვას, რომელიც იტყვის, რომ ეს ნაწერი, პოეზიაა, იმაზე ბევრჯერ, და ბევრად დიდი, ვიდრე შენ გიყვარს, ვიდრე შენ მოგწონს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეჭვიანობა რა შუაშია :) უბრალოდ ამ საიტს სხვა დანიშნულება არ აქვს, არის პირადი მიმოწერაც მაგრამ მაინც ძირითადად ნაწარმოებების კითხვა არის მიზანი, ჰოდა ფაქტია ინერტულდებიან როცა დიდი მოცულობის ტექსტთან არის საქმე... პრინციპში... რაც არის არის, მე ან ვინმეს ამით რა :) უბრალოდ შეიძლება აქაურობის გაუკეთესება :) გმადლობთ! ეჭვიანობა რა შუაშია :) უბრალოდ ამ საიტს სხვა დანიშნულება არ აქვს, არის პირადი მიმოწერაც მაგრამ მაინც ძირითადად ნაწარმოებების კითხვა არის მიზანი, ჰოდა ფაქტია ინერტულდებიან როცა დიდი მოცულობის ტექსტთან არის საქმე... პრინციპში... რაც არის არის, მე ან ვინმეს ამით რა :) უბრალოდ შეიძლება აქაურობის გაუკეთესება :) გმადლობთ!
5. ნუ ეჭვიანობთ, არა აქვს მნიშვნელობა ნაწარმოების მოცულობას, რა თქმა უნდა სურვილი აქვთ წაკითხვის, მაგრამ არსებობს ალბად დროის დეფიციტი, ან გარემოება, ძნელი პერიოდია , ბუნებაც გვიტევს, ადამიანები ელოდებიან უკეთესობას, გუნებ-განწყობილების ცვალებადობა ხელს უშლის რომ წაიკითხოს, თორემ სურვილი კი არის და მომრავლდებიან მკითველებიც. ლექსს რაც შეეხება: საინტერესო პოეზიაა თავისი ქვეტექსტებით და ინტროვერტული ემოციებით. წარმატებები! ნუ ეჭვიანობთ, არა აქვს მნიშვნელობა ნაწარმოების მოცულობას, რა თქმა უნდა სურვილი აქვთ წაკითხვის, მაგრამ არსებობს ალბად დროის დეფიციტი, ან გარემოება, ძნელი პერიოდია , ბუნებაც გვიტევს, ადამიანები ელოდებიან უკეთესობას, გუნებ-განწყობილების ცვალებადობა ხელს უშლის რომ წაიკითხოს, თორემ სურვილი კი არის და მომრავლდებიან მკითველებიც. ლექსს რაც შეეხება: საინტერესო პოეზიაა თავისი ქვეტექსტებით და ინტროვერტული ემოციებით. წარმატებები!
4. განვითარების საფეხურები სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, უბრალოდ აქ ყველაზე დიდი პრობლემა სულ ის იყო, რომ დიდ ტექსტებს არ ან ვერ კითხულობდნენ, ან კიდე ძაან სელებრითი უნდა ყოფილიყავი რომ შენი ნაწერი წაეკითხათ... ნუ მეორე ფაქტორს ამ პლათფორმაზე არ ვუჩიოდი, უბრალოდ ხანდახან მართლა მინდა ისეთი პლათფორმა არსებობდეს, სადაც რაღაცეები გამოქყვეყნდება, და აზრის გაცვლა-დაფიქსირების საშუალება მექნება ხოლმე... განვითარების საფეხურები სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, უბრალოდ აქ ყველაზე დიდი პრობლემა სულ ის იყო, რომ დიდ ტექსტებს არ ან ვერ კითხულობდნენ, ან კიდე ძაან სელებრითი უნდა ყოფილიყავი რომ შენი ნაწერი წაეკითხათ... ნუ მეორე ფაქტორს ამ პლათფორმაზე არ ვუჩიოდი, უბრალოდ ხანდახან მართლა მინდა ისეთი პლათფორმა არსებობდეს, სადაც რაღაცეები გამოქყვეყნდება, და აზრის გაცვლა-დაფიქსირების საშუალება მექნება ხოლმე...
3. განვითარების საფეხურები სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, უბრალოდ აქ ყველაზე დიდი პრობლემა სულ ის იყო, რომ დიდ ტექსტებს არ ან ვერ კითხულობდნენ, ან კიდე ძაან სელებრითი უნდა ყოფილიყავი რომ შენი ნაწერი წაეკითხათ... ნუ მეორე ფაქტორს ამ პლათფორმაზე არ ვუჩიოდი, უბრალოდ ხანდახან მართლა მინდა ისეთი პლათფორმა არსებობდეს, სადაც რაღაცეები გამოქყვეყნდება, და აზრის გაცვლა-დაფიქსირების საშუალება მექნება ხოლმე... განვითარების საფეხურები სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, უბრალოდ აქ ყველაზე დიდი პრობლემა სულ ის იყო, რომ დიდ ტექსტებს არ ან ვერ კითხულობდნენ, ან კიდე ძაან სელებრითი უნდა ყოფილიყავი რომ შენი ნაწერი წაეკითხათ... ნუ მეორე ფაქტორს ამ პლათფორმაზე არ ვუჩიოდი, უბრალოდ ხანდახან მართლა მინდა ისეთი პლათფორმა არსებობდეს, სადაც რაღაცეები გამოქყვეყნდება, და აზრის გაცვლა-დაფიქსირების საშუალება მექნება ხოლმე...
2. გამარჯობა, პაპუნა, აქაურობის შევცვლას ტყუილად ელოდები. სახელმოხვეჭილებს აღარ სჭირდებათ, მცირე გამონაკლისით, არც სახეშენარჩუნებულებს (თქვენც სცოდავთ).
აქ ახლა მხოლოდ თვითგამორკვევაში ჩარჩენილებს (ჩემნაირი), საეჭვო შესაძლებლობის, თავადაც რომ ეჭვი ეპარებათ (მე) , ისეთებს და იშვიათ ერთგულს ( აქ ხუთიოდე ვართ) თუ წააწყდები. :/
ცვლილებას ძალისხმევა უნდა, მაგრამ აბა სადაა? არ სცალიათ, უფრო მნიშვნელოვან ამბებს ეჭიდავებიან. სინამდვილეში "არ მცალია" ტყუილია, თუ გიყვარს მოიცლი. სიყვარული კი რთული თემაა, დაუძლეველი, ეგოს მიღმა.
ხომ ხედავ, საკუთარი თავითაა ინდივიდი მოცული. "ინდივიდი" კარგად მოიტანა სიტყვამ, ყველას ინდივიდუალური ჰგონია თავი და სინამდვილეში ფერის გრადაციაა და სხვა არაფერი. ეს რაც შენ კომენტარს ეხება.
ლექსს რაც შეეხება: perfeqt! მასში არც მუსიკა მიძებნია და არც "გვირისტი". არამედ თქვენი მდგომარეობა და დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. დიახ პოეზიაა.
აზრი მიირთვით, ბატონებო და ქალბატონებო, აზრი! ნუშზე უკეთეს ყვავილებს ვერ გამოიტანთ, ტყეზე და ზღვაზე უკეთ ვერ იხმიანებთ. მხატვრობა გაეშვა ხელოსნობას და ლექსს რა ლურსმანს აჭედებთ? გამარჯობა, პაპუნა, აქაურობის შევცვლას ტყუილად ელოდები. სახელმოხვეჭილებს აღარ სჭირდებათ, მცირე გამონაკლისით, არც სახეშენარჩუნებულებს (თქვენც სცოდავთ).
აქ ახლა მხოლოდ თვითგამორკვევაში ჩარჩენილებს (ჩემნაირი), საეჭვო შესაძლებლობის, თავადაც რომ ეჭვი ეპარებათ (მე) , ისეთებს და იშვიათ ერთგულს ( აქ ხუთიოდე ვართ) თუ წააწყდები. :/
ცვლილებას ძალისხმევა უნდა, მაგრამ აბა სადაა? არ სცალიათ, უფრო მნიშვნელოვან ამბებს ეჭიდავებიან. სინამდვილეში "არ მცალია" ტყუილია, თუ გიყვარს მოიცლი. სიყვარული კი რთული თემაა, დაუძლეველი, ეგოს მიღმა.
ხომ ხედავ, საკუთარი თავითაა ინდივიდი მოცული. "ინდივიდი" კარგად მოიტანა სიტყვამ, ყველას ინდივიდუალური ჰგონია თავი და სინამდვილეში ფერის გრადაციაა და სხვა არაფერი. ეს რაც შენ კომენტარს ეხება.
ლექსს რაც შეეხება: perfeqt! მასში არც მუსიკა მიძებნია და არც "გვირისტი". არამედ თქვენი მდგომარეობა და დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. დიახ პოეზიაა.
აზრი მიირთვით, ბატონებო და ქალბატონებო, აზრი! ნუშზე უკეთეს ყვავილებს ვერ გამოიტანთ, ტყეზე და ზღვაზე უკეთ ვერ იხმიანებთ. მხატვრობა გაეშვა ხელოსნობას და ლექსს რა ლურსმანს აჭედებთ?
1. აბა ერთი ვნახოთ, ხომ არ შეცვლილა აქაურობა :) აბა ერთი ვნახოთ, ხომ არ შეცვლილა აქაურობა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|