ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2023


მომავლიდან

მოდის სევდა ამ ფიქრებში, როგორც ძველი ვაგონი
და ჭრიალი ბორბლებისა ყურებს ისევ წაიღებს.
აღარა ვარ ის კეთილი, დამჯერი და გამგონი,
ჩემ წილხვედრსაც მე თუ არა სხვაც ვერავინ აიღებს.
მიჰქრის დრონი და ნისლებში აღარა ჩანს მთა-გორი,
მზის ამოსვლას თუ ვერ ვხედავ ველოდები დაისებს...
მივდივარ და ამ ლოდებსაც მწვერვალებზე ვაგორებ,
თუ მწვერვალზე ვერ ავაღწევ დავისვენებ და ისევ...
მოდის ვიღაც ამ ბრძოლაში როცა ძალას ვაგროვებ,
ან ხელსა მკრავს დამაგორებს ან სიკეთეს გაიღებს,
ჩემთან ერთად ტვირთს აზიდავს მიაყოლებს ძალღონეს,
და იმ მომკილ დათესილსა მის მწვერვალზეც წაიღებს.
მაინც მიდის ეს ცხოვრება როგორც ძველი ვაგონი,
და ჭრიალი ბორბლებისა ყურებს ისევ წაიღებს,
გავიხსენებ ათას აღმართს, ათასს სხვისგან გაგონილს,
ჩემ აწმყოში გამოყოლილ და გაცრეცილ თარიღებს.
ვერ ახდენილ ოცნებებზე ფიქრი ისე მაღონებს...
გადის წლები და ამ წარსულს როცა თავს ვერ ვარიდებ,
ჩემ წილ გავლილ მოგონებებს თვალებსაც ვერ ვაყოლებ,
ვიღაც მოვა მომილოცავს და იმწუთას გავიგებ,
რომ ასაკი იმ მწვერვალზე ასვლას თან გავაყოლე
და ვინც მყავდა სულ ნელ-ნელა წავიდნენ და წავიდნენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები