ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2023


დიალოგი

- ვის ხედავს, ჩემი თვალები.
- ოჰ... დიდებული გენერალი მეახლა, როგორ მოხდა, კა'ესს. შენი აქ დანახვა, მართლა გამიკვირდა.
- არავის გაუწევია დიდად წინააღმდეგობა, ჩემო დან'ტე.
- შენს წინ გადადგომა, სიკვდილის ტოლფასია, თვით სიკვდილი ხარ, რა გიკვირს.
- ჰაჰ... არაფერი მიკვირს, გეხუმრე.
- სისხლიანი მთების ფერდობებზე რომ ვმოგზაურობდით, უფრო ლამაზი იუმორი გქონდა, ჩემო კარგო .
- რა თქმა მაგას უნდა. იმის მერე, უთვალავი დრო გავიდა. უთვალავი სისხლიც დაიღვარა.
- სევდიანმა ნოტამ დაისადგურა, მოსისხლე მტრებს შორის ?
- მოსისხლე მტრები.
- მოგენატრა ის დრო ?
- ნამდვილად.
- შენს მოძმეებთან ჭიდილიც ?
- ხიბლი ქონდა, თაბისებური.
- ძალუძს ჩვენს ხელებს, ბებერი ვარსკვლავების შუაზე გახლეჩა მაგრამ... იმ დროს ვეღარასოდეს დავაბრუნებთ.
- აღარ არის, ჩვენი სულები სამაგისოდ სუფთა, რომ ქაოსის მიღმა ვიარსებოთ, დან'ტე.
- შენზე უკეთ ეგ არავინ იცის.
- მე ვერ ავწევ მახვილს შენს წინააღმდეგ, კარგად იცი. არც იმ შეტაკებას ვუყურებ, სადაც იმპერიელებს შეებრძოლები. რაც არ უნდა მოხდეს, შენი სულისთვის მყუდრო ადგილი სულ მექნება გადამალული.
- მე შეგებრძოლები. იდეით შეპყრობილი ვარ, ალბათ, ძალიან. სამაგიეროდ, ყველა ვარიანტში მოგებული დავრჩები. ჰაჰ.
- იცი, რაოდენ მწარე გამოცდილებაც მაქვს.
- კა'ესს, შენზე დგას ეს სამყარო. შენი სიკვდილი... შენი სიკვდილი იქნება დასასრული. ჩვენი, ყველასი.
- ნუ ფიქრობ ეგრე, ჩემს გარდა, ბევრი არსებობს. ბევრს აკისრია, მნიშვნელოვანი როლი.
- მათი არსებობა, შენი დამსახურებაა. მე, ქაოსის რისხვას მეძახიან მთელს იმპერიაში. შენ, ამ ქაოსის ყველაზე მუქი ფერები გაქვს შთანთქმული. კა'ესს, მენანები ეგეთი ენერგიის სამართავად, მაგრამ, ალბათ უკვე რახანია, მიეჩვიე.
- წარსულის ლაბირინთებშია გადამალული, თბილი მოგონებები. აწმყო და მომავალი, მხოლოდ დაუღალავი ბრძოლით, ომით და სხეულგამოლეული სულებითაა სავსე. ვეღარ ვარ ისეთი, ისეთი... დაუნდობელი, ცივი იარაღი, როგორიც აქამდე ვიყავი. კი, ვაკონტროლებ და ვყლაპავ, მაგრამ მიჭირს უკვე, დან'ტე. ვეღარ ვარ ძველებურად დიადი. ძლიერ რთული გზაა, მუდმივად მტკივნეული და მარტოსული. არ ვიცი, ეგეთი რა შევცოდე ღმერთებს მაგრამ... დამიჯერე, ყოვლისშემძლე კა'ესსის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერაფერი შეუძლია. ვეღარ ვერევი ძველებურად...
- დაბერდი, მეგობარო ?
- გავიზარდე. იცი ? ქაოსის ფერთა თამაშის ფონზე, ჩემს სიბნელეში, სინათლემ გაიკაშკაშა.
- რა დაგანახა, სრულ სიბნელეში დაბადებულმა სინათლემ ?
- უსასრულო სიბნელე, დან'ტე, უსასრულო სიბნელე...
- სევდიანმა ნოტამ დაისადგურა, მოსისხლე მტრებს შორის...
- ღირსეული მტერი, მეტად სასიამოვნოდ ჟღერს.
- როგორ გეკადრებათ, თქვენო უდიდებულესობავ, ჰაჰ.
- ჩემი წასვლის დროა, დან'ტე. იყავი ყურადღებით და აკონტროლე ძალები. მოეფერე, პასუხისმგებლობას.
- დროებით, მეგობარო. ფრიად მესიამოვნა შენი ვიზიტი.
- ჭკუით, არასასიამოვნო ვიზიტი, ჩემი, შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს, ხომ იცი.
- სისხლიან მთებზე, აშკარად უკეთ ხუმრობდი.
- ჰაჰჰ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები