 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 სექტემბერი, 2023 |
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
მოვრჩი მუშაობას. 7 გვერდია. რად გინდათ, ამხელა ტექსტი ეკრანზე იკითხოთ და დაიღალოთ! მალე გამოქვეყნდება და ბეჭდურად გაცნობის საშუალება გექნებათ. user posted image დასაწყისი - ესაა:
ნინო დარბაისელი სტრონი
სამჯერ ვარ დაბადებული (ტიციან ტაბიძის ერთი გახალხურებული ლექსის გამო)
ტიციან ტაბიძის ლექსებს შორის ყველაზე პოპულარული ალბათ „ლექსი მეწყერია“, უფრო ზუსტად, სტრიქონები - ,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს“. ამ ძვირფასმა სტრიქონებმა, ჩემი ფიქრით, არცთუ კარგი სამსახური გაუწია თანამედროვე ქართველი მკითხველის ან პოტენციური მკითხველის და შესაბამისად, მათზე ორიენტირებული ავტორის გემოვნებას. დისტანცირების გარეშე ეს სურათი ნაკლებად ან სრულიად არ ჩანს, მაგრამ საკმარისია, ოდნავ გაუუცხოვდე ქართულ პოეზიას (ასევე სიმღერას), უცხო ყურით მოისმინო იგი და აუცილებლად შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში იგი, ერთი გაბმულ, ტრაგიკულ ხმას გამოსცემს. აკაკისეული სიმსუბუქე, ნათლის სხივი შიგ უკვე ნაკლებად ატანს. თითქოს ქართველ ხელოვანს ვიღაცამ ზემოდან და კიდევ იმის ზემოდან აუკრძალა, იყოს ხალისიანი, იყოს ბედნიერი, გაქროლება უნდოდეს აფრის ტკაცუნივით, მაგრამ მწარე რეალობას იყოს მიჯაჭვული. ამ მხრივ გამონაკლისებისადმი ცალკე წერილები მაქვს ბეჭდურად გამოქვეყნებული და აქ აღარ გავიმეორებ, ლოგიკური ხაზიდან რომ არ გადავუხვიო და კონტექსტი - ისე არ გავაფართოვო, რომ საკვლევ მასალაზე ფოკუსირება გამიჭირდეს. ამ საკითხზე საუბარს აქ ვწყვეთ მომავლის იმედით, ახლა კი ... ჩემი ფიქრით, არსებობს ტიციან ტაბიძის კიდევ უფრო ცნობილი სტრიქონები, იმდენაც ცნობილი, რომ არასპეციალისტ მკითხველთა დიდი ნაწილი ხალხურადაც კი მიიჩნევს, რადგან ხალხურ სიმღერა „ჩაკრულოშია’ ჩართული:
***
სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლულიც ვარ სამჯერა; ერთხელ სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა. შეხედეთ ოქროს მზეთამზეს, მთები რომ მთებზე ეყარა; ყოველდღე ამას ხედავდეს, რა მოკლავს ასეთ ქვეყანას. მოვა სიკვდილი, შეხედავს და შერცხვენილი გაიარს, როცა ცა სისხლით შეღებავს თურაშაულის განთიადს.
‘ ჩაკრულოს’ უძველესად ცნობილ ჩანაწერში, რომელიც ადრესაბჭოურ პერიოდს მიეკუთვნება, ამ ლექსს ვერ შეხვდებით. იმ დროს იქ კიდეც რომ ყოფილიყო, ტიციანის გადასახლების მერე მაინც არავინ დატოვებდა, არადა, რა ორგანულად ზის! ისტორია კი ასეთი იყო:… (გაგრძელება - ბეჭდურად)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მუხა. ეს კომენტი გადმომაქვს ფეისიდან
ერთი შემიძლია წინასწარ გითხრა, რომ ვამთავრებდი ამ გამოკვლევას, ფინალდი ვტიროდი
სად წავიკითხოთო, რაკი ბევრი მეკითხება, ვპასუხობ: ჟურნალ “ცისკრის” ამა წლის მეოთხე ნომერში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გავა ქსელში. მერე - შემდეგი ნომრის გამოსვლამდე - ასევე ვერ დავდებ ტექსტს, ჟურნალის ინტერესების გამო. დეკემბერში - კი, ბატონო! მადლობა მუხა. ეს კომენტი გადმომაქვს ფეისიდან
ერთი შემიძლია წინასწარ გითხრა, რომ ვამთავრებდი ამ გამოკვლევას, ფინალდი ვტიროდი
სად წავიკითხოთო, რაკი ბევრი მეკითხება, ვპასუხობ: ჟურნალ “ცისკრის” ამა წლის მეოთხე ნომერში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გავა ქსელში. მერე - შემდეგი ნომრის გამოსვლამდე - ასევე ვერ დავდებ ტექსტს, ჟურნალის ინტერესების გამო. დეკემბერში - კი, ბატონო!
2. (გაგრძელება-ბეჭდურადო)არ ვიცი მაი მე, აქანე გააგრძელე! (გაგრძელება-ბეჭდურადო)არ ვიცი მაი მე, აქანე გააგრძელე!
1. როგორი საინტერესო პუბლიკაცია და ძალიან მცირე მოცულობისაა, გთხოვ გააგრძელო. როგორი საინტერესო პუბლიკაცია და ძალიან მცირე მოცულობისაა, გთხოვ გააგრძელო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|