ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2023


"ცხოვრება"

დავიწყებ,  თავიდან დავიწყებ
და კვლავაც ბოლომდე გავივლი,
არ ვუფრთხი მე განვლილ ნაბიჯებს,
არც მიფრთხის ნაბიჯი განვლილი.
ხელახლა დავუშვებ შეცდომას
ძველს არა, ახალს და ახლიდან
ვინანებ მცდარ გზაზე შედგომას,
საყვედურს ერთხელაც ავიტან.
მეზობლებს ჭორებში ავყვები,
კბილდასმულს გავკიცხავ მათსავით,
საღამოს კი პროსპექტს გავყვები
გაკიცხულს შევხვდები დასავით.
ავიღებ ვალებს და პირობას:
"ხვალ მოგცემ", მე კვლავაც დავარღვევ,
ზღვა ხალხში ვერ ვიზამ გმირობას
და ვრცელ რიგს ურიგოდ გავარღვევ.
ზოგჯერ შეხვედრაზე არ წავალ,
ზოგჯერაც გავაცდენ სამსახურს,
არ გავცემ თვიურად გასავალს-
ქვითრებზე ულმობლად ასახულს.
სტუმრებს კარს ღიმილით გავუღებ,
გვიან კი მათ წასვლას ვინატრებ,
ფანჯრიდან თვალთვალსაც დავუწყებ
ამ ჩემი კორპუსის ბინადრებს...
...
რა ვქნა, მეც ცოდვილი კაცთ მოდგმის,
ვცდილობ სხვის ცხოვრებით გავერთო,
ოღონდაც არასდროს მეგობრის
ნდობას არ გავიხდი საეჭვოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები