ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2023


"არასერიოზული ლექსი"


"დოვინ დოვენ"
თოვლზე ვწერ
თოვლზე დავწერ კვლავაც
ლოცვას ვიტყვი თორმეტჯერ
გავამზადებ საგზალს
და ვუმღერებ მყინვარებს
ჩამოქცეულს მიწად
ხანძარი რომ მძვინვარებს
მიწისძვრებს რომ იწვევს
გათეთრებულ თვალებით
გათეთრებულ თმებით
უსასრულო ზამთრებით
შეწყვეტილი გზები
ლექსის წერას ხომ ჯობდა
გვირილა მეთვალა
სადმე აქვე ბორჯომთან
ან კოლხეთის ზღვასთან
მე რომ შავი ზღვა ვნახე
შავზე თეთრი თოვა
რომ ვეძებდი სამარხებს
მაგრამ ვერ ვიპოვნე
წინაპრების აკლდამებს
აკლდამებში თევზებს
მერე მეც იქ დამკრძალეს
სადაც თეთრი მზე წევს
თოვლი
თოვლი
თოვლი
და
„დოვინ დოვენ დოვლი“
პოეზია მომწიფდა
წეროებიც მოვლენ
შენი სულის სარკმელთან
შენი სახლის სხვენზე
სამშობლოს თუ გვართმევდნენ
სამშობლოზე ვწერდით
მერე თავში ვიხალეთ
ერთი მუჭა მიწა
და გმირების სისხლამდე
შავი ღვინო ვწრუპეთ
თოვლი თოვლზე წითელი
სისხლი ღვინო პური
წიწამურთან წიფელა
წიფელა და თელა
ლექსს ვწერდი და ვხვდებოდი
რამდენ რამეს ვდუმდი
პოეზიის შეხება
ბასრია და მრუდე
ფერფლისფერი თევზი ვარ
დაკრძალული მზესთან
ლურჯი ზღვები მესიზმრა
ლურჯი როგორც სევდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები