ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2023


შავი ანგელოზი.

- მყუდრო აივანია. გრილ-თბილი. მყუდრო ადგილია, ფრიად.
- უკაცრავად ?! ვინ ბრძანდები ? ან აქ როგორ აღმოჩნდი ?
- მე, შენი სამყაროს ნაშიერი ვარ. შენი გონების ნამოქმედარი. შენი სურვილების ჭექა ქუხილი.
- ანუ ?
- ანუ, ძლიერ-ძლიერ მასევდიანებს, რომ ვერ მცნობ. ნუ კანკალებ, ჩამოჯექი, ერთად დავტკბეთ აქაურობით.
- აქაურობით ტკბობა მე არ მაკლია. შენ კი აშკარად შეგეშალა ადგილი. გთხოვ, რომელიმე სხვა აივანი აირჩიე, ღამეების გასათენებლად.
- ერცენტრის სამხრეთი, უკიდურესი. ხრიოკი მთების ხრაშუნა სურნელება. სტაფილოსფერი ღრუბლები და მხიარული მზე, წარმავალი. არაფერს გახსენებს ?
- მოიცა... ატე'ს ?!
- რახანია... ეგრე არ მოუმართავს არავის. არც არავის გახსენებია, ჩემი ძველი სახელი. კი, მე ვარ. ვიყავი.
- როგორ თუ იყავი ? მოიცა. მოიცა... შენ ხომ ყველას დაღუპული ეგონე ?! შენ ხომ დაგმარხეს ! ვერ მივხვდი, მეჩვენები და გავგიჟდი ?
- შავი ანგელოზი.
- ეს'სემის შავი ანგელოზი ? შენ ?!
- ეგრე გამოდის.
- რანაირად... შენ და შავი ანგელოზი, რანაირად ?
- სხეულგამოცლილმა, გამოვიარე ჯოჯოხეთის ყველა ცეცხლი მანამ, სანამ ეშმაკის ალს არ დავუმეგობრდი.
- ატე'ს...
- აღარ ვარ, ატე'სი. ნუ ღელავ, ენი'კ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში... არ უნდა მექნა ეგ. ბოდიში.
- მოდი, ჩამეხუტე... ატე'ს... ნუთუ ეს მართლა შენ ხარ... რამდენი წელი, ატე'ს !!! მოდი ჩემთან, ვაიმე, რამდენი ხანი ვიოცნებე და ვილოცე, რამდენი იმედი ამიორთქლა შენი დანახვის ნაკვერჩხალმა... სად იყავი, აქამდე ?
- არ შემეხო. ოსტატურად გამოძერწილი, სიკვდილის მანქანა ვარ, ენი'კ. არ მინდა, ჩვენი შეხება, შენთვის ბოლო აღმოჩნდეს. გთხოვ, არ შემეხო. სად არ ვიყავი, ეგ მკითხე.
- როგორ არ შეგეხო... რას დაგამსგავსეს, სად არის შენი თვალები, შენი ყველაზე ნათელი და კეთილი თვალები. რას დაგამსგავსეს, ატე'ს... რანაირად გახდი შენ, შავი ანგელოზი...
- საკმარისი აღმოჩნდა, ნათელი თვალებიც და კეთილი მუხტიც, სამაგისოდ. როდესაც კა'ესსის პირისპირ დავდექი, უბრალოდ მკითხა, ვარ თუ არა მზად, ჩემი არშემჩნეული, კეთილი მუხტი, დიად იარაღად მექცია.
- მერე ?
- მზად ვარ, მეთქი.
- ინანე ?
- არც ერთი წამით. შენი თვალების დანახვა ღირდა მარტო, სამაგისოდ. ჩემს ხელში, აღმართული, ცეცხლმჭრელი მახვილი, შიშის ზარს დასცემს ყველა უღირსო, იმპერიის მტერს. ვიპოვე ჩემი ადგილი, ენი'კ. გავხდი ისეთი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ და ამოვისუნთქე. როგორიც ვიყავი, როგორც ვანათებდი, ჩემმა სხივებმა ვერ გააღწია არემარე ურჯულოების  აჩრდილებს. ახლა კი მე ვარ აჩრდილი, რომელიც ყველა უღირსის სულს გადამალავს, დიდებული გენერლის სასუფეველში.
- ატე'ს...
- აღარ მქვია ეგ სახელი, ენი'კ. მე, მართლა ბოდიშს გიხდი, არ ვიცი ახლაც, უნდა მოვსულიყავი შენთან თუ არა... ასეა თუ ისე, მოკლედ, ცოცხალი ვარ, თავისებურად. იცოდე. ძლიერ მიყვარდი და უსაზღვროდ დიდ პატივს გცემდი სულ. შენით ბევრჯერაც მიცოცხლია. ჩემი უდიდესი ნაწილი იყავი, გულწრფელად და ალალად გეუბნები.
- გიყვარდი ?
- ენი'კ, კიდევ ერთხელ გიმეორებ, მე ის ადამიანი, აღარ ვარ. საიმისოდ, რომ ამ სამყაროს მიწაზე დავბრუნებულიყავი, ჩემს ორმოებში გადამალული ფიქრები და გრძნობები დავთმე. ჩემზე დიადს მივაბარე.
- ...
- ნახვამდის, ენი'კ. მინდა, მარადჟამ იბედნიერო. ჩემს საფლავზე, მართალია, შენი სურნელება, ქვეშეთს მიბარების დღის მერე, არ დატრიალებულა, მაგრამ, ატე'სმა სხვანაირი დაგიმახსოვრა. მე კიდევ... მე სხვა ვარ. ნახვამდის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები