ჩემო ზღვისხელა სიყვარულო წყალმა წაგიღო, საცაა ქვიშით გაივსება მტკაველი ორმო, მეგონა ზღვები მოვიგონეთ მე და შენ ორმა ასე მეგონა, რომ მანამდე ზღვები არც იყო.
იყო ზამთარი, ზამთრის მერე კიდე ზამთარი, ზამთარი კიდე, არ უჩანდა კიდე და უბე... ჩემო ზღვისხელა სიყვარულო ჩვენ ახლა უბრებს გვიწევს ყურება წუმპე-წუმპე როგორ ათრევენ იმ დიდ სიყვარულს, სიყვარულის მოგონილ ღრუბელს.
და უყვართ შენი, ზღვა კი არა, გუბე, კანაო, ჩემი ზამთრები იმსიგრძეა ცაზე მაღლები, სარდაფში თოკზე ბავშვობასთან ერთად ვქანაობ, თოვლი კი - ჩემი განუყრელი თეთრი ძაღლები
იქვე მიბია, ჩემო ზღვაო, იქნებ ტალღიან ზღვებზე მიწერდი იმ წერილებს, მკვდრებს რომ რიყავენ. ვეღარასოდეს ვეღარ დამღლიან ზღვა სიყვარულით. გინდა წადი, გინდა იყავი. ყველაზე რთულად, რაც მარტივად დასანახია, ხომ იმას ვხედავთ, ნუ ახსენებ ოღონდ სიყვარულს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნინ, ქულები არაფერ შუაშია. 70 ქულიანი ლექსებიც წამიშლია)) ეგ არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ვიცი ვინც მიწერს 1 ქულას)) 5+5+1 და ა.შ)) ასე იმიტომ იქცევა, რომ თავის დამოკიდებულება მიმახვედროს და ეს კომენტარიც მაგიტომ დავწერე, რომ კი ბატონო მივხვდი და იმ 1 ქულასაც ნუღარ ხარჯავ, ნუღარ იღლები თქო)) (ამ ლექსს, არ ეხება) რაც შეეხება წევრების შეფასებას, მე რაც მომწონს უკომენტაროდ ვაფასებ ხოლმე<3 ნინ, ქულები არაფერ შუაშია. 70 ქულიანი ლექსებიც წამიშლია)) ეგ არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ვიცი ვინც მიწერს 1 ქულას)) 5+5+1 და ა.შ)) ასე იმიტომ იქცევა, რომ თავის დამოკიდებულება მიმახვედროს და ეს კომენტარიც მაგიტომ დავწერე, რომ კი ბატონო მივხვდი და იმ 1 ქულასაც ნუღარ ხარჯავ, ნუღარ იღლები თქო)) (ამ ლექსს, არ ეხება) რაც შეეხება წევრების შეფასებას, მე რაც მომწონს უკომენტაროდ ვაფასებ ხოლმე<3
3. ანა :)))) კი არის ერთი, რომელიც ერთი ქულით აფასებს ზოგჯერ ზოგიერთ ნაწერს :) მე ვარ. ამ კონკრეტული ტექსტს აქვს 5 + 4 + 2 = 11 ქულა :)))
აქედან 4 ჩემი დაწერილია.
არის შემთხვევა, როცა ქულას წერ ხუთი გინდა და ოთხზე მოხვდება თითი, ორი გინდა და ერთი გეწერება. ტელეფონით შემოსვლას თავის მინუსები აქვს.
ასე მარტივად არაა.
მაგალითად : ზოგჯერ 6= 3+3, ზოგჯერ 6= 4+2 ზოგჯერ ექვსი ქულა 1 -ის და ხუთის ჯამია.
მაგრამ იმაში უნდა დაგეთანხმო, რომ აბსოლიტური უმრავლესობა ძუნწია.
ზოგიერთი კომენტარსაც ტოვებს :"კარგია" და ქულას საერთოდ ვერ იმეტებს. თითქოს დააკლდება რამე. რას ვიზამთ?!
რაც შეეხება ზოგადად ერთ ქულას, ჩვეულებრივ წევრს მხოლოდ ორი ქულა აქვს ხელთ, თუ მთლად ვერ აღფრთოვანდა ნაწერით და ერთი ქულა დატოვა, რაა საწყენი? არც არაფერი. საწყენი სინამდვილეში ისაა, რომ საკუთარი თავის გარდა, მაქსიმუმ მეგობარი შეაფასონ. არადა ეს საიტი უნდათ, თუ სჭირდებათ. თუ არ სჭირდებათ არც მოიტანდნენ ტექსტს ჰო? ჰოდა ნუღა უკვირს ვინმეს ქულების, თუ კომენტარების ნაკლებობა.
ანა :)))) კი არის ერთი, რომელიც ერთი ქულით აფასებს ზოგჯერ ზოგიერთ ნაწერს :) მე ვარ. ამ კონკრეტული ტექსტს აქვს 5 + 4 + 2 = 11 ქულა :)))
აქედან 4 ჩემი დაწერილია.
არის შემთხვევა, როცა ქულას წერ ხუთი გინდა და ოთხზე მოხვდება თითი, ორი გინდა და ერთი გეწერება. ტელეფონით შემოსვლას თავის მინუსები აქვს.
ასე მარტივად არაა.
მაგალითად : ზოგჯერ 6= 3+3, ზოგჯერ 6= 4+2 ზოგჯერ ექვსი ქულა 1 -ის და ხუთის ჯამია.
მაგრამ იმაში უნდა დაგეთანხმო, რომ აბსოლიტური უმრავლესობა ძუნწია.
ზოგიერთი კომენტარსაც ტოვებს :"კარგია" და ქულას საერთოდ ვერ იმეტებს. თითქოს დააკლდება რამე. რას ვიზამთ?!
რაც შეეხება ზოგადად ერთ ქულას, ჩვეულებრივ წევრს მხოლოდ ორი ქულა აქვს ხელთ, თუ მთლად ვერ აღფრთოვანდა ნაწერით და ერთი ქულა დატოვა, რაა საწყენი? არც არაფერი. საწყენი სინამდვილეში ისაა, რომ საკუთარი თავის გარდა, მაქსიმუმ მეგობარი შეაფასონ. არადა ეს საიტი უნდათ, თუ სჭირდებათ. თუ არ სჭირდებათ არც მოიტანდნენ ტექსტს ჰო? ჰოდა ნუღა უკვირს ვინმეს ქულების, თუ კომენტარების ნაკლებობა.
2. არის ურაკის ერთი წევრი, რომელიც 1 ქულით აფასებს ხოლმე ჩემს ნაწერებს.)) ძუნწი რომ დაიბადები ადამიანი, ფუთე რამდენიც გინდა))) არის ურაკის ერთი წევრი, რომელიც 1 ქულით აფასებს ხოლმე ჩემს ნაწერებს.)) ძუნწი რომ დაიბადები ადამიანი, ფუთე რამდენიც გინდა)))
1. მხოლოდ დუმილი! უკომენტაროდ. მხოლოდ დუმილი! უკომენტაროდ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|