ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2023


შემოდგომის გამოღვიძება

არსებობს მარტივ ბგერებს შორის წვიმა არსობის
და ცა ქუხილით თუ კი მალე გადაიღალა,
ჭაობის პირას ვეჭიდებით მიწა ხავსობით,
სულ მთლად ნაგებად ერთიანად გამოიცვალა,
უტყვი ხეები ჭადრებივით ღელავს აპრილად,
რომ გულის კარი არავისთვის ღია არაა,
ასე გავრბივართ და დღეები რბიან მარტივად?
ცა დღეს ტირილით და ქუხილით დაიღალაა,
მე მიმძიმს ყოფა ფრთათა შორის არ მაქვს მარხილი,
და სიმძიმეა ყოველივე ჩემი ნაყოფის,
არავის სურდა, მსგავსი რამე ქონდათ განცდილი,
ერთი რომ ვიყოთ და ტკივილი ასე გაყოფის,
დრო სიშორიდან გადმოსული უბის წიგნაკი,
და საყვირები მარცვლეულის ყანის პირია,
თამაშობს მიწა და სახელად ქვია ჭადრაკის
ბრძოლა უმეფოდ და ომებით შევიპირეა,
მე გულის ნათქვამს არ ვამბობდი თავით იბრძოლონ,
როს გულის თქმაში ეჭვი არ მაქ არად მავალი,
ასე მარტივად რომ სათქმელით ვითომ იცხოვრონ,
არასგზის მივალ ჯერ არავის არ აქვს წამალი,
დრო ჟამობს,კარზედ დაკიდული შავი სუდარა,
წვიმაა გარეთ ტყე ნაფერი უბის კიდეა,
გავყვები ბილიკს და დამრჩება მხოლოდ მუდარა,
კოლოსის თავი,ისევ ვიტყვი თურმე კიბეა,
ბაბილონს შორით გზა აფრები თუკი აიშვან,
ვეტყოდი აზრებს გზა ნაფერით ნაგებს სიშორით,
ერთვოდა წვიმა ზღვა, აღელდა ზღვამაც გაიშვა,
ზღვას ნაპირიდან უფრო მეტად ახლა ვიშორებ,
მოქცევის აზრი თუ კი აფრებს ისევ აიბამს,
და საკერძული ლანგარივით ცხელი სიშორე,
ეწევი აფრებს,მე ვაფერფლებ ისევ აივანს,
დავძლიე სიტყვებს და სიფხიზლეს ასე ვიშორებ.
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები