ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2023


სეტყვა

დღეს ყველაფერი ისე წმინდაა,
როგორც ეს წყალი სეტყვანარევი.
ცალ-ცალკე მოდის ორივეს პირი,
ზოგი ნამია, ზოგი- არამი.
ერთი არხიდან მოჟონავს თითქოს,
უნდა ეწოდოთ ერთნაირები,
მაგრამ არ არის არც ერთი მსგავსი.
იმ რუს სათავე ზოგჯერ გაწმინდეს,
მაშინ თუ დარჩა ნალექი სადმე,
დაისეტყვა თუ სიტყვა დასივდა.
სეტყვითაც იცის ზოგჯერ ნათება,
ანათებს სადმე სინათლის ჩრდილში,
სადაც ნათელი გაბნეულია,
მალე იდარებს ცხოვრების ღონე,
ირჩევს სიმართლეს, მოარონინებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები