ნინო დარბაისელი
ომი არის ომი
კი ვიყავით მართლა გამარჯვების მნდომი, ორიათას რვაში - ჩვენ - წავაგეთ ომი.
ომი არის ომი, არა ფლავის ჭამა, ვერ იკითხავ, მტერი ვინ გააჭაჭანა;
ეს არც ჭადრაკია, არც დომინო- ნარდი, წააგო და სხვა ხელს დაელოდო მარდი.
გინდა იყავ მომხრე, გინდა იყავ ანტი, გინდ იცინე, გინდაც გებას შავი ბანტი, მოგებული არის - შენთან - ოკუპანტი.
რისხვისაგან ყველგან თვალნი დააკვესა. მიაქვს, რასაც სწვდება, მოაქვს ჭირი, კვნესა,
მსოფლიო კი დღემდე წუხს, ამას რომ ხედავს, წუხს ძალიან- “რუსი როგორ გათავხედდა?!”
მაგრამ დღემდე ჩვენთვის ვინმემ მოიცალა? მტერთან საბრძოლველად შეგვაშველა ძალა?
ფული მოგვცა? ნეტა ვისთან დაილექა? დღემდე მტერმა გვჯაბნა, გვთელა, როგორც თექა.
რუსს ხაფანგი ყველგან ჩვენთვის დაუგია. სიტყვა მწარე მომდგამს, რა ვქნა, აუგია?
სხვებს - აქეზებ შორით, თუ სხვა - ტარიგია? ეს სიმართლე ჩემი ჰკვირობ, - “რა რიგია?!
ხომ არ ცდილობ, ვინმე მართლა გააბრიყვო? თავს რად იჭერ, თითქოს მოგებული ვიყოთ?
იქნებ რომ წავაგეთ, არც კი გაგიგია?! განცვიფრება ესე - ნეტა რა რიგია? უცხო კონცეპტების კოშკი აგიგია, მთელს მსოფლიოს უფრენ, ფეხქვეშ გაგიგია, რა, არ გაგიგია?! რა არ გაგიგია, - თხუთმეტი წლის წინ რომ ომი წაგვიგია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გენერლობა მოგინდომებია, გილოცავ გამარჯვებას. გენერლობა მოგინდომებია, გილოცავ გამარჯვებას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|