სექტემბრის დილაა ძვირფასო, სექტემბრის ნისლი და საუზმე, ის სკამი ჩემთვის კვლავ ძვირფასობს, შენს გარდა ვერავის დავუთმე. მაგიდა დღესაც "ორს" სთავაზობს მენიუს გაცვეთილს ფიცივით, ჩემს წინ შენს სილუეტს ვთამაშობ... ვიცინი, რა გზა მაქვს, ვიცინი! დარაბებს აწყდება წვიმა და წვეთები ნერვებზე ადნება, სიცივით ცახცახებს მინაც და... უშენოდ როდესმე დათბება? ჩაი ფინჯნის ფსკერზე ფითრდება, როგორც მარტოსული სიზმარი, ნეტავ დასასრული იქნება ამ ჩუმი ლოდინის? მითხარი... სექტემბრის დილაა ძვირფასო, სექტემბრის ნისლი და საუზმე, ის სკამი ჩემთვის კვლავ ძვირფასობს, შენს გარდა ვერავის დავუთმე.