| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2023 |
ხელშესახები უმიზეზობა. თვალები დაეხუჭათ ნატვრაში ტყეებს და იყო თოვლის ნელი დნობა. დნებოდა თოვლი, როგორც შენს ტანში ნატვრაზე ფიქრი.
მე მოვდიოდი კარდაკარ, სადაც ეგ სიუცხოვე მისაფრდებოდა. ჰორიზონტების ათასმაგობა ხან ქალი ჩადრში იმზირებოდა. იძირებოდნენ ირგვლივ გემები და ახალ გემებს უთმობდნენ სხვა წყლებს. და დოსტოევსკით უმიზეზოა მეთოფეები ეძახდნენ საწყლებს ფესვი და ტანი მყარად მოედგათ, ჩაჭიდებოდნენ თუნდაც სხივებს მზის რომ ერთი დიდი ამაოება გამოცვლილიყო ახალ სიზმრებით.
მერე ზაფხულიც მოვიდა მყიფე და გასაშრობად გაფენილ წიგნებს გამოეწერათ სხვა ლეგენდები, ტაფობზე, როგორც საფეხურებზე, ჩვენ ისევ ქუსლებს ვაბრახუნებდით. ჩვენ მხოლოდ თვალებს ვაფახულებდით და არავითარ ახალ კადრებზე არ ჩერდებოდა ტვინი, ულევი, უპრეცედენტო ინფორმაცია. ლაგამი, სიმი, ჯილდო, უღელი რწმენა და ფიცი, თუმცა მერყევი, ფარერები და დემოკრატია.
და ვიკინგებზე მოყოლილ ამბებს ენაცვლებოდა ფირალი აბელ, თვალგანაბული ფირალი აბელ დოსტოევსკიდან გილგამეშამდე და ტკივილების ლექსიკონები, მარნის სინესტით, დასახელებით ავტორის გვარში და ავტოგრაფში დახელოვნებით.
მე ვკრიფე მწიფე, მწიფე მტევნები და მათ დაცვარულ, დაბინდულ კანზე ეწერა ძველი მოუსვენრობა. ეს იყო ძველი მოუსვენრობა, მე სუნი მცემდა ახალი ჭირის გადადიოდა წვიმის მსვლელობა ეზოდან გზებზე. გზებიდან მთებზე და ირჯებოდა ახალი ჭისთვის. სადაც მგზავრები ჩაცვივდებოდნენ.
მე სულ მარტო ვარ. ჩემი ალაგი და ფეხსალაგი ამ მარტოობას უნდა უძლებდეს. ხელს მკიდებს თითქოს მთელი ქალაქი უმნიშვნელოა ძველი უჯრები რადგან დღეს ქარი მოლაპარაკე შემოუქროლებს ამ ჩემს ნაბიჯებს. რაც სიჩუმეში ვიანგარიშე უნაპერწკალო წლებად დამიჯენს.
დევს ძველი გზები. მე ვიპოვი ცხენს დევს ძველი გზები. მე ეს გზა ვნახე. მე შენ გიყურებ, ვით ვარსკვლავთმრიცხველს განთიადისთვის უპყრია სახე. რომ ეს გზა მარტო ჩემი გზა არის და როცა გუდას მოვუჭერ მე ხელს, იღბალი შემხვდეს. რომ ეს გზა მარტო ჩემი გზა არის რაც ღამეებმა ლანდებით მლეწეს დღის სინათლეზე ვცნობ მე ამ მხეცებს. კაცებს და მხეცებს. ~
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გამიჭირდა წაკითხვა და შინაარსის გამოტანა - შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ და ამის ბრალია. წერე, ბევრი წერე - კარგია რომ წერ. ერთ-ერთმა აქაურმა საპატიო წევრმა , დავით კვიტატიანმა მირჩია ლექსები დაასვენე, გადახედე და მერე გამოაქვეყნეო. მე სულსწრაფი ვარ და ხშირად გადასახედად დრო მენანება - არასწორი ვარ, პატივს არ ვცემ ამით ჩემს მკითხველს და გირჩევ, თუ დრო გექნება, გადახედე ხოლმე. წარმატებას გისურვებ და გიტოვებ ქულას. გამიჭირდა წაკითხვა და შინაარსის გამოტანა - შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ და ამის ბრალია. წერე, ბევრი წერე - კარგია რომ წერ. ერთ-ერთმა აქაურმა საპატიო წევრმა , დავით კვიტატიანმა მირჩია ლექსები დაასვენე, გადახედე და მერე გამოაქვეყნეო. მე სულსწრაფი ვარ და ხშირად გადასახედად დრო მენანება - არასწორი ვარ, პატივს არ ვცემ ამით ჩემს მკითხველს და გირჩევ, თუ დრო გექნება, გადახედე ხოლმე. წარმატებას გისურვებ და გიტოვებ ქულას.
1. სალექსედ გამზადებულ ბწკარედს ჩამოჰგავდა :)
სალექსედ გამზადებულ ბწკარედს ჩამოჰგავდა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|