ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 სექტემბერი, 2023


George Gordon Byron - I Speak Not, I Trace Not, I Breathe Not Thy Name

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სახელით აღარ მოგიწოდებ, არ მოგგვრი ელდას

სახელით აღარ მოგიწოდებ, არ მოგგვრი ელდას,
სახელგანთქმაში ბრალი სჭვივის, ჟღერაში - სევდა,
თუმცა ღაწვებზე დადენილი ცრემლები მამხელს
და გამიმჟღავნებს გულის ძირში ჩამარხულ ზრახვებს.

ხანმოკლე ვნება შეგვიცვალა სიმშვიდემ ბერწმა,
იმ საათების აღტყინება და შფოთი შეწყდა,
შევინანებთ და აღთქმას ვტეხავთ, ვიცილებთ ხუნდებს,
განვცალკევდებით - რათა ერთურთს კვლავ დავუბრუნდეთ!

ბედნიერება შენი იყოს, მე მერგოს ზადი,
შემინდე, ჩემო სათაყვანო, თუ გნებავს - წადი!
არ შემეცვლება გული ბრბოსგან წაცხებულ მწიკვლით,
სხვა ვერ გაბზარავს, მხოლოდ შენით ეწევა სიკვდილს.

ქედმაღლებისთვის მკაცრია და მორჩილი შენი,
სული სიბნელით მომწყვდეული, მოწყლული სენით;
დრო სწრაფად გადის, ადუღაბებს სიამით კავშირს,
როცა გვერდით ხარ, სამყაროა ჩვენ ფეხთით მაშინ!

მოსიყვარულე მზერა, ანდა კოპების შეკვრა,
დამაჯილდოებს გამხნევებით, ან წყენით შემძრავს.
გაოცდებიან, მიხილავენ როდესაც წასულს,
მაგრამ მათ ნაცვლად შენი ბაგე მე გამცემს პასუხს.

28 სექტემბერი, ალავერდობა, 2023 წ.


George Gordon Byron - I Speak Not, I Trace Not, I Breathe Not Thy Name

I speak not, I trace not, I breathe not thy name;
There is grief in the sound, there is guilt in the fame;
But the tear that now burns on my cheek may impart
The deep thoughts that dwell in that silence of heart.

Too brief for our passion, too long for our peace,
Were those hours - can their joy or their bitterness cease?
We repent, we abjure, we will break from our chain, -
We will part, we will fly to - unite it again!

Oh! thine be the gladness, and mine be the guilt!
Forgive me, adored one! - forsake if thou wilt;
But the heart which is thine shall expire undebased,
And man shall not break it - whatever thou may'st.

And stern to the haughty, but humble to thee,
This soul in its bitterest blackness shall be;
And our days seem as swift, and our moments more sweet,
With thee at my side, than with worlds at our feet.

One sigh of thy sorrow, one look of thy love,
Shall turn me or fix, shall reward or reprove.
And the heartless may wonder at all I resign -
Thy lips shall reply, not to them, but to mine.

May, 1814.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები