 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 30 სექტემბერი, 2023 |
სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა და მის მიწურულს, მარიამ მითაიშვილმა, ფონდ "მართას სახელით" და გვერდის "ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები" -ს ავტორმა დაწერა რომ ვინც ზეცად წავიდა, ისინიც სუპერგმირები არიან და თუ მძიმე არ იქნება თქვენთვის, შეგიძლიათ თქვენი ამბები გაგვიზიაროთო. შევპირდი რომ რაიმეს დავწერდი, რაღაც ფორმით და გავხსენი ჩემი საყვარელი ურაკი და რაც გამახსენდება და რაზეც მეფიქრება იმაზე მინდა დავწერო. რაღაც ზეძალის წყალობით (კეთილის თუ ბოროტის თავად განსაჯეთ), კატოს დედობა მერგო მე და 2008 წლის 30 სექტემბერს ჩემი ნანატრი შვილი შემეძინა 28 წლის ასაკში - მიზეზი, რატომაც ძალიან მინდოდა მყოლოდა მეუღლე, ოჯახი იყო შვილი. განსაკუთრებულად ვემზადებოდი დედობისთვის და დედობაც განსაკუთრებულად ყურადღებიანი და მობილიზებული ვიყავი: რეჟიმი, კვება, ვიტამინები, წვენები, სუფთა ჰაერი, დილის სუფთა ჰაერზე სეირნობა, მასაჟები, ვარჯიშები... ამას იმიტომ ვყვები, რომ ბევრს უკითხავს ნეტა საიდან დაემართა კატოს ის რაც დაემართა და ყველა გაოცებული იყო, ვინც მიცნობდა, ვინც იცოდა როგორი რეჟიმით ვცხოვრობდით, როგორ იკვებებოდნენ ჩემი გოგონები და საერთოდ როგორი "არანორმალური" დედაც ვიყავი. დღეს კატოს დაბადების დღეა - 15 წლის გახდებოდა, რომ დასცლოდა 13 წელის შესრულება. ბედის, ღმერთის თუ უბრალოდ შემთხვევითობის გამო, 21 სექტემბემრს 00:21 წუთს გაუჩერდა გული, მაშინ როცა დედამისს 41 წელი შეუსრულდა. მოკლედ ვიტყვი მის ხასიათზე: მალე ალაპარაკდა და ვერ გავიგე ისე წამოიზარდა, პატარა თითქოს არც ყოფილა. ძალიან ვნანობ ყველა გაბრაზებას, ყველა ჩემს სიმკაცრეს და ყველა ბრძოლას რაც მასთან გადავიტანე, მაგრამ 10 წლის მერე ისე შეიცვალა, ისეთი დამოუკიდებელი გახდა, ისე შეუყვარდა სწავლა, სახლის საქმეები, ძიძა, გარშემომყოფები, ბავშვები - ერთბაშად გაიზარდა და ჩემს მეგობრად მექცა. ღამე მელოდებოდა, მომიჯდებოდა და მეფერებოდა, მისმენდა თუ ტელეფონზე ვსაუბრობდი, და კიდევ ის მიხაროდა რომ ჩემი გემოვნების მუსიკა მოსწონდა, ერთმანეთს ვუზიარებდით სხვადასხვა სიმღერებს... და ამ ყველაფერთან ერთად სანიმუშოდ სწავლობდა, უამრავი ინტერესი ჰქონდა - ცხენებზე ჯირითი, ჭადრაკი, მუსიკა, პროგრამირება, ქიმია, წერა.. , სტენფორდში სამეცნიეროზე უნდოდა ჩაბარება, წინასწარ სწავლობდა ქიმიას, პროგრამირების საოლიმპიადო ჯგუფში ჩაირიცხა მზიურში და ორივე ვამაყობდით ამ ყველაფრით. 29 მაისს ფერი რომ არ მომწონდა ამის გამო ავუღე სისხლის ანალიზები (სამიდან მოლოდ მას) და თბილისის ზღვაზე გავუშვი 4 საათიან სემინარზე, რომელიც ჩიტებს შეეხებოდა. როგორც კი პასუხებზე დამირეკეს და მთხოვეს გადაგვეკონტროლებინა, მაშინვე გავქანდით ზოოპარკთან , მაგრამ ცოცხალი თავით არ გამოვიდა, ბოლომდე დარჩა. იმ საღამოს იაშვილში მოვხვდით. გვიმტკიცებდა კარგად ვარ, ცხენებზე ვჯირითობ, ვვარჯიშობ და რა მეტყობა ავადმყოფისო. იაშვილში კი 1 ივნისს ასმათი შენგელაიამ და ნინო ტოტოღაშვილმა მომახალეს რომ მძიმე ფორმის მიელომონოციტური ლეიკემია აქვს და გადარჩენის შანსი გვაქვს ძალიან მცირე. ჩემზე არაფერს მოვყვები, არავინ მინდა თუნდაც ერთი წამით ერთი მტკაველით განიცადოს იგივე ან თუნდაც წარმოიდგინოს. იაშვილზე ბევრი მსმენია და მათ შორის კარგი არაფერი, ამიტომ ექიმებთან ჭიდილის მიუხედავად გადავწყვიტე წამომეყვანა ჩემი შვილი და სადაც თუნდაც ერთი პროცენტით მეტი იქნებოდა გადარჩენის შანსი, იქ წავსულიყავით. იყო პანდემია, საქართველო წითელ ზონაში. წამოცდა ტოტოღაშვილს რომ გერმანიაშიც აგზავნიან მარა რად გინდა ჯერ გერმანია, როცა 6 ქიმიას აქაც გავუკეთებთ და მერე წახვალთ გერმანიაში უკვე ძვლის ტვინის გადანერგვაზეო. ამას რომ მეუბნებოდა თან მათვალიერებდა - ზოგადად არ ვარ ჩაციკლული ჩაცმასა და მოსართავებზე, ოქროსა და ბრილიანტებზე - არ ვიცი როგორ და რანაირად შეაფასა ჩემი საფულე და ბიუჯეტი, მაგრამ ცოცხალი თავით არ გადამამისამართა გერმანიაში, სადაც მანამდე მუშაობდა. ერთი დღის დაკარგვაც არ შეიძლება, სასწრაფოდ უნდა დავუწყოთ ქიმიაო , ამ ეტაპზე ჩვენ არ გაძლევთ რეკომენდაციას წასვლისო, ბავშვი ვერ გაუძლებსო. მერე მიმტკიცებდნენ აქ რაც კეთდება იმას გავუკეთებთ და ფული რატომ უნდა ხარჯოთო, მერე უკვე გადავიდნენ იმაზე რომ ჩვენ რეკომენდაციას ვერ მოგცემთ და აქ უფასო მკურნალობის შანსსაც დაკარგავთო, ბოლოს, ამაზეც რომ ვერ შემაბეს, ტოტოღაშვილი დამემალა მეორე დღეს, ბავშვის გამოწერა ხომ გამიჯანჯლეს და რომ ვურეკავდი და ვეხვეწებოდი, გერმანიაში გავეშვით, რათა დრო არ დაგვეკარგა კარანტინზე, რომელიც მაშინ 2 კვირა იყო, არაფრით, ვერაფრით გავტეხე და არაფრით არ დამეხმარა - მიმტკიცებდა რომ პირველად პროცედურებს იაშვილშიც ვატარებთო, რაც მტკნარი ტყუილილ იყო - საქართველოში არ კეთდება შეტევითი ქიმია და არც გადანერგვისთვის მზადება, ვერც ძლიერი ქიმიის დროს ბავშვის მოსამზადებელი ბოქსები და ჰაერის ფილტრებია და ანტისანიტარიაზე აღარაფერს ვიტყვი. ის ერთი ღამე ცარიელ სართულზე გავატარეთ, ექთანიც კი სადღაც სართულის ბოლოში იყო - რემონტის გამო. ყველაფერი სარისკო მოგვეჩვენა: ამერიკაში, ჯორჯიის შტატში არის წმინდა იუდას სახელობის ბავშვთა კლინიკა, მაგრამ ჩემს მეგობარს რომ ვიზა გაეკეთებინა, მერე 2 კვირა კარანტინში უნდა დაგვეკარგა. იგივე ხდებოდა საფრანგეთზე, გერმანიიდან 2 კლინიკიდან მოგვივიდა უარი - ადგილები არ გვაქვსო, თუმცა კლინიკა და ექიმი რომ დაკავშირებოდნენ, დარწმუნებული ვარ ადგილი გამოჩნდებოდა. ერთადერთი კლინიკა, რომლის თბილისში არსებულ ოფისზეც გავედით ეს იყო აჯიბადენის კლინიკა, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. 3 ივნისს დილით უკვე კლინიკაში ვიყავით. იქ ფორმა ასი მოგვთხოვეს და მაშინ შევცდით ყველაზე მეტად - მივეცით აქაური ფორმა ასი და მეორე დღესვე დაუწყეს მკურნალობა ძლიერი შეტევითი ქიმიებით - 10 დღე უძლიერეს პრეპარატებს უსხავდნენ, მაშინ როცა მათმა პუნკციამ 12 % ბლასტები აჩვენა მხოლოდ ( იაშვილში 24% გვითხრეს). დღემდე არ მაქვს ეპიკრიზი, სადაც ზუსტად და სწორად იქნებოდა გაწერილი დიაგნოზი და მკურნალობა. ის ერთი თვე პალატაში ჩაკეტილებს რა გადაგვხდა ამას არ მოვყვები - დაგინდბთ ყველას. მთავარი ის იყო, რომ ის ერთი თვე არ გავჩერებულვარ და მეორე აზრის უფლების გამოყენებისთვის ვიბრძოდი.თურქ ექიმებთან ზოგთან მე ონლაინ გავიარე კონსულტაცია, ზოგთან ჩემი ქმარი გავუშვი, მაგრამ ერთმანეთის ტყავს არავინ წვავდა. გადავწყვიტე თამარ კვაჭაძეს, ქართველ საბავშვო ონკოლოგს დავკონტაქტებოდი, მივწერე წერილი და მისი პასუხი იყო ცივი, უპატიებელი და ფსკერული : სადაც მკურნალობთ იმათ მოუსმინეთო, არადა ფასიანი კონსულტაცია ვთხოვე . მერე გადავწყვიტე მეგობრები შემეწუხებინა, და ჩემს მეგობარს, რომელიც რადიოლოგიის განყოფილების უფროსია ოტავას ცენტრალურ საავადმყოფოში, მას ვთხოვე ფასიანი კონსულტაცია დაენიშნა ექიმთან, რაზეც მისგან ბოდიშებიანი უარი მივიღე და ალბათ მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ, რადგანაც მე მისთვის ალბათ მიწას ამოვთხრიდი და გაუჩენელს გავაჩენდი, შემდეგ ჩემი სკოლის კურსდამთავრებულს ვთხოვე და ის, გერმანიაში ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა , პროფესორთან გასასაუუბრებლად. ხან ისრაელის ერთ-ერთ უძლიერეს ონკოლოგს ვესაუბრე და ჩემი ეჭვები გამართლდა - რაღაცას არასწორი პროტოკოლით მიჰყვებოდნენ. ბოლოს დავრწმუნდი იმაში რომ დაუდასტურებელი პროტოკოლით მკურნალობდნენ და დიდი ალბათობით ის ძლიერი ქიმიებიც არაადექვატური იყო. რასაც ქვია გამოვტაცე ექიმებს ჩემი გოგო და ავტობუსით , 4 დღიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ ნანტში ჩAვიყვანე, სადაც ჩემი მამიდაშვილი და მისი ოჯკახი მელოდა. იქ ადამიანებად ვიგრძენით თავი. კონსილიუმები დგებოდა ყოველ დილით, მოდიოდნენ გამრთობები, ექთნები ეთამასEბოდნენ, ავარჯიშებდნენ, მოდიოდნენ მასწავლებლები, ყოველ დღე ეკითხებოდნენ მეორე დღეს რისი მირთმევა ესიამოვნებოდა... ალბათ ფიქრობთ, თუ ასეთი კარგი იყო, რა მოხდა? მოხდა ის, რომ თურქეთში ჩადგმული კათეტერიდან (სავარაუდოდ) წავიდა ინფექცია, დაემართა სეფსისი და .. მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ყველაფრის დაწერა უფრო იმიტომ ვაიძულე თავს, რომ გავავლო მკვეთრი ზღვარი: როდესაც მიუნხენში მოგვიწია რამდენიმე საათით წაძინება, სანამ საფრანგეთში ჩავიდოდით, ჩვენთვის ის სასტუმრო სადაც გაგვაჩერეს, იყო კატასტროფა, თუმცა ავტობუსში მსხდომი ხალხის აბსოლიტურ უმრავლესობას არ ეხამუშა ყვითელი ბალიშის პირები, რომლებსაც მაისურები გადავაკარი, კატოს რომ დაედო თავი, აბლაბუდები, სასინელი სუნი, ბნელი აბაზანა და ა.შ. ალბათ არ უნახავთ იმაზე უკეთEსი და იმიტომ. ასევეა სამედიცინო მომსახურებაც: როდესაც უკეთEსი არ გინახავს, იაშვილის ჩამყაყებული პალატები, გაუმაზღარი მთავარი ექიმები, რომლის შიშითაც საწყალი მშობლები ვერ იღებენ ხმას (დღემდე) და მათი საშინელი კვება და მომსახურება გგონია ნორმალური. არადა, არავის სჭირდება ისეთი ფაქიზი მოვლა, როგორც ონკოპაციენტებს და მით უფრო ბავშვებს. ვფიქრობ, რა იქნებოდა, ჩემს ქვეყანაში ყოფილიყო ნორმალური ჯადნაცვა რომ ჩემს შვილს ყველა და ყველაფერი არ მონატრებოდა, რომ ამდენი არ მეწოწიალებინა და თავის ახლობლებში მაინც ყოფილიყო. ვფიქრობ, რა სულელი ვარ რომ ამ ჩაჟუჟულ, მჟAვე, გაუგებარ ქვეყანაში დავრჩი და ნორმალურ ქვეყანაში არ გავაჩინე შვილები, სადაც შანსი მექნებოდა გადარჩენის ან თუ ვერ გადავარჩენდი, იმაში მაინც ვიქნებოდი დარწმუნებული რომ ყველაფერი გავაკეთე. დანაშაულის გრძნობას ყველაზე საზიზღარი სუნი და გემო აქვს, ყველაზე მოუშორებელი ჭირია , როცა შენს საყვარელ ადამიანს, შენს შვილს ვერაფერს უკეთებ, ვერ ეხმარები და ვერ კვდები მის მაგივრად, ვერ გტკივა მის მაგივრად, ვერ ხდები ცუდად მის მაგივრად... ამაზე დიდი საშინელება არაფერია. ჩემო სამშობლო, მოგმართავ შენ და მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და ამიტომაც დღემდე აქ ვარ, გიზრდი ბავშვებს და ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ მეცოდები და შენთან ერთად ჩემი თავი და ჩემი შვილებიც მეცოდებიან, ყველა ის დედა მეცოდება, ვინც ამ განუკითხაობაში დაკარგა შვილი. ნეტა, მე და შენ გვეშველება რამე, ჩემო საქართველო? ამ ქვეყანაში იმდენი რამეა მოსაგვარებელი, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობა მაინც პირველ ადგილზე დგას: 1. დაბინძურება - გამონაბოლქვი, ბეტონი, ძველი მანქანები., გაურკვეველი საწვავი... 2. არფანაირი ხარისხის კონტროლი სათამაშო იქნება, წიგნის საღებავი თუ საკვები 3. არანაირი საპრევენციო ან საინფორმაციო სისტემა 4. არანაირი ალტერნატივა - იაშვილი და მორჩა - ვერდიქტი 5. საშინელი, ყველაზე იაფიანი მედიკამენტები და აქაც უკონტროლობა 6. უვიცობა - სახელმწიფო არ ზრუნავს სპეციალისტების მომზადება-გადამზადებაზე 7. უკონტროლობა - საავადმყოფოები მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა კონტროლდებოდეს.
კიდე ბევრია და ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აქ მინდა ნათელი წერტილით დავასრულო. ჩემი შვილის ამბავს ვერა, ვერ შევეგუე და აღიარების ეტაპი ვერ გადავლახე. მანქანაში უკანა სავარძელში რომ ვჯდები, კვლავაც ვიწვდი ხელს და ველი როგიდ ჩამიდებს თავის ლამაზ, გრძელ მტევანს ჩემს ხელის გულში, მჯერა რომ ერთხელაც გავიღვიძებ და ეს საშინელი კოშმარი დასრულდება, ჩემს იმედებში ყველაზე პესიმისტური სიკვდილის ნატვრაა, მაგრამ ამასაც ვერევი. მაგრამ, ძალიან მინდა რომ მომავალში ჩემნაირი დედები საერთოდ აღარ არსებობდნენ, და ამის იმედი მარიამმა და მისმა ფონდმა გამიჩინა. მარიამის ბრძოლის და მისი თანამებრძოლების დამსახურებაა ის ცვლილებები რომელიც დიდი ნათელია გვირაბის ბოლოში, ამ ბრძოლის შედეგია ის რომ ონკოპაციენტ ბავშვებს სახელმწიფო უკვე სრულად უფინანსებს მკურნალობას ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში, მისი დამსახურებაა ბევრი ბავშვის გახარება და ის რომ იაშვილის მეორე სართულის ონკოგანყოფილება არის მოკაკვული და ვეღარაა იმ გონორზე, მე რომ მესაუბრებოდა, მისი დამსახურებაა ბევრი ბავშვის გამოჯანმრთელება და ამისათვის პირადად , უღრმესი მადლობა ჩემგან. დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი მომავალი უკეთეს საქართველოში იცხოვრებენ. რამე ჩემს შვილზე? მინდა მისი ბოლო სიტყვებით დავასრულო (სანამ სასწრაფოთი გადაიყვანდნენ სეფსისური შოკით, მის თვალებში უძირო სიბნელე დავინახე და მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო ჩვენს თავს კარგად. ავდექი და ვიდეო ჩავწერე, რომელიც არავისთვის მიჩვენებია.) ვიდეოში ის ამბობს რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა უნდა და გამოგონება, რომელსაც ვერ გამიმხელს ჯერ. მინდა თითოეულმა ჩვენგანი შეეცადოს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას, თუნდაც ყოველ დილით ჩვენი ლოგინის მილაგებით და თუნდაც ერთი ხის დარგვით, თუნდაც ... თუნდაც ერთი მცირე აგურით, მაგრამ ზღვა წვეთობით დაილევა და ჩვენც აუცილებლად გამოგვივა რამე სასიკეთო.
აქვე, ჩემს კატუნას მივულოცავ მის 15 წელს იმიერ სამყაროში - ძალიან მინდა რომ ეს სამყარო არსებობდეს რომ ოდესღაც მაინც შევხვდეთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ლელა. დიახ, ვიცი ეს ჯგუფი და ყველა სხვა, რომელიც ამ თემას ეხება. მათთან ვთანამშრომლობ და დავდივარღ სოციალურ ლაბორატორიებში, ტწლევიზიებში თუ სამინისტროებში. ამ აქრივობწბის და მითაიშვილის დამსახურებაა ახლა რომ უფინანსდებათ ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა. ამის დამსახურება იყო იაშვილის ვითომ დახურვა მარა მაინც ამხელა აჟიოტაჟი და მარეგულირებლის შესვლა კლინიკაში. იმედია პრევენციულ ღონისძიწბებსაც გაატარებენ, თორემ სადაც არ უნდა იმკურნალონ, მაინც ერთი დიდი ჯოჯოხეთია გასავლელი. მადლობა ლელა. დიახ, ვიცი ეს ჯგუფი და ყველა სხვა, რომელიც ამ თემას ეხება. მათთან ვთანამშრომლობ და დავდივარღ სოციალურ ლაბორატორიებში, ტწლევიზიებში თუ სამინისტროებში. ამ აქრივობწბის და მითაიშვილის დამსახურებაა ახლა რომ უფინანსდებათ ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა. ამის დამსახურება იყო იაშვილის ვითომ დახურვა მარა მაინც ამხელა აჟიოტაჟი და მარეგულირებლის შესვლა კლინიკაში. იმედია პრევენციულ ღონისძიწბებსაც გაატარებენ, თორემ სადაც არ უნდა იმკურნალონ, მაინც ერთი დიდი ჯოჯოხეთია გასავლელი.
10. ჩვენთან ხომ განუკითხაობაა, მაგრამ თურქეთშიც თუ ასე ხდებოდა , არ ვიცოდი. ბევრი ონკოპაციენტი თურქეთში გარბის. ამნობენ მხოლოდ, რომ ქ ქართველებს ფინანსურად ატყავებენ.
ძნელია რამე გითხრათ, მაგრამ მინდა ღმერთმა ნუგეში მოგცეთ.
არსებობს ფეისბუქგბერდი " ონკოპაციენტი ბავშვებისთვის" . იქ ბევრი ითქვა იაშვილის კლინიკაზე. ახალგაზრდები იბრძვიან მდგომარეობის გამოსასწორებლად. კარგი იქნება თქვენი ისტორიაც თუ ეცოდინებათ. იქნებ იცით კიდეც, მათ შესახებ. ჩვენთან ხომ განუკითხაობაა, მაგრამ თურქეთშიც თუ ასე ხდებოდა , არ ვიცოდი. ბევრი ონკოპაციენტი თურქეთში გარბის. ამნობენ მხოლოდ, რომ ქ ქართველებს ფინანსურად ატყავებენ.
ძნელია რამე გითხრათ, მაგრამ მინდა ღმერთმა ნუგეში მოგცეთ.
არსებობს ფეისბუქგბერდი " ონკოპაციენტი ბავშვებისთვის" . იქ ბევრი ითქვა იაშვილის კლინიკაზე. ახალგაზრდები იბრძვიან მდგომარეობის გამოსასწორებლად. კარგი იქნება თქვენი ისტორიაც თუ ეცოდინებათ. იქნებ იცით კიდეც, მათ შესახებ.
9. მადლობა ვანანო და ნინა. ისე აბდაუბდად მიწერია ... ბოდიში ყველას ამისთვის მადლობა ვანანო და ნინა. ისე აბდაუბდად მიწერია ... ბოდიში ყველას ამისთვის
7. დავიწყე წაკითხვა და ვერ შევძელი. მოვა დრო და წავიკითხავ აუცილებლად. ახლა მე ეიფორიაში ვარ და ვიცი გამიგებს ფლორენცია. ბევრი წერე, შენ უკვე შეძელი იყო ადამიანი. გამხნევებ შორიდან. :()))) დავიწყე წაკითხვა და ვერ შევძელი. მოვა დრო და წავიკითხავ აუცილებლად. ახლა მე ეიფორიაში ვარ და ვიცი გამიგებს ფლორენცია. ბევრი წერე, შენ უკვე შეძელი იყო ადამიანი. გამხნევებ შორიდან. :())))
6. მადლობა ქეთი, მადლობა მუხა ძველმანდო, მართალი ბრძანდებით - ხელშესავლებია მადლობა ქეთი, მადლობა მუხა ძველმანდო, მართალი ბრძანდებით - ხელშესავლებია
5. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს,ცხოვრება რთულია და მოულოდნელობით სავსე, არავინ იცის სად სჯობია აქ, თუ იქ. პატარა ანგელოზი კატუნა დაფრინავს იმიერ სამყოფელში, გალაღებული და ზეიმობს დაბადების 15წლის შესრულებას, ჩვენ მივულოცოთ , მის დედას კი გამძლეობა , გაძლიერება ვუსურვოთ. სიტყვები ვერ მიპოვნია, ფლორენცია ფიქრებით განცდებით შენთან ერთად ვარ, კიდევ უფრო მეტი დაწერე, , სხვა გზა არ გაქვს უნდა იცოცხლო . გაამხნევო შვილმკვდარი დედები. შენი გული სიკეთით სავსეა , გაანაწილე ეს სიკეთე და განაგრძე სიცოცხლე, ეს სჭირდება შენს ოჯახს და ყველა შენთვის გარგისმსურველსაც, გეხვევი... დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს,ცხოვრება რთულია და მოულოდნელობით სავსე, არავინ იცის სად სჯობია აქ, თუ იქ. პატარა ანგელოზი კატუნა დაფრინავს იმიერ სამყოფელში, გალაღებული და ზეიმობს დაბადების 15წლის შესრულებას, ჩვენ მივულოცოთ , მის დედას კი გამძლეობა , გაძლიერება ვუსურვოთ. სიტყვები ვერ მიპოვნია, ფლორენცია ფიქრებით განცდებით შენთან ერთად ვარ, კიდევ უფრო მეტი დაწერე, , სხვა გზა არ გაქვს უნდა იცოცხლო . გაამხნევო შვილმკვდარი დედები. შენი გული სიკეთით სავსეა , გაანაწილე ეს სიკეთე და განაგრძე სიცოცხლე, ეს სჭირდება შენს ოჯახს და ყველა შენთვის გარგისმსურველსაც, გეხვევი...
2. Ყველა ნერვი შემიტოკა, სისხლის ყველა წვეთს შეეხო...
Ვულოცავ თქვენს კატუნას დაბადების დღეს მარადიულ სამყოფელში. Ყველა ნერვი შემიტოკა, სისხლის ყველა წვეთს შეეხო...
Ვულოცავ თქვენს კატუნას დაბადების დღეს მარადიულ სამყოფელში.
1. პ.ს. შეიძლება მთლად ვერ იყოს დალაგებული, მაგრამ იმედია მომიტევებთ. პ.ს. შეიძლება მთლად ვერ იყოს დალაგებული, მაგრამ იმედია მომიტევებთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|