„საბჭოთა პერიოდის მამებს ერთი უცნაური ხუმრობა ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ ხშირი იყო საბჭოთა საქართველოში. ახლა შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უფროსები სიამოვნებით წაავლებდნენ ხოლმე პატარებს ყურებში ხელებს, ასწევდნენ მაღლა სიცილით და შვილებს მართლა ძალიან დებილური შეკითხვით მიმართავდნენ: – გინდა მოსკოვი დაგანახო? გარდა უცნაურისა, ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ხუმრობაც, მაგრამ მთავარი აქ მაინც არ იყო გაწელილი ყურების ტკივილი, ყველაზე სამწუხარო იყო დაპყრობილი ხალხის ცნობიერება – არასოდეს უთქვამს არცერთ ქართველ საბჭოთა მამას თავისი შვილისთვის, ლონდონს ან პარიზს დაგანახებო, რადგან საბჭოთა ადამიანისათვის სამყარო იწყებოდა მოსკოვით და იქვე მთავრდებოდა“.
წყარო: https://bbabungo.wordpress.com/2013/08/05/იყო-და-არა-იყო-რა/
ყურებით მოსკოვის დანახვება
აფხაზეთს არ გვაძლევს „დუმა“ განს, „კეთილი ბორისი“ – „ურაგანს“, ეჰ, დუმე განს, დუმე განს, დუმე განს, ყურებით მოსკოვი განა ჩანს?!
1993 წელი.
„კეთილი ბორისი“ - ბორის ელცინი; „ურაგანი“ - რუსეთის მაშინდელი მძლავრი საარტილერიო სისტემა; „დუმა“ - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელი; „დუმე განს“ - გერმანულად „სულელი ბატი“ (Dumme Gans).
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! მადლობა, მუხა!
1. ძალიან მომეწონა შესანიშნავად გაქვს შესრულებული. ძალიან მომეწონა შესანიშნავად გაქვს შესრულებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|