ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2023


შროშნებში დაკარგულს

ჯვარცმა, პადრე და კოფესიონალე,
ზიზღით მოცული გარეიგება,
უდრეკი როგორც პროფესიონალი,
რა უნდა დაგაკლონ თარიღებმა,

სახლი, ფანჯრების მინა, ქარი,
გარემო _ ქარში მლოცველი,
სხეული არ არის მინანქარი,
სხეული _ ზიზღის მომცველი,

საკვებად _ დევების პორცია,
ნაკვართით განთქმული ნაცია,
ქალწულის სხეული _ ხორცია,
ნეკნიდან _ ჩქეფს მენსტრუაცია.

სისხლიან სხეულით არ იამე,
ქერქები გააქრე ლებნისა,
შროშნებში დაკარგე მარიამი
შროშნებში დაკარგე, ძებნისას,

ირევა... პადრეთა ნამაზია,
ხოჯების მესაა, ირევა,
გიცნობენ მშვიდსა და თავაზიანს,
გარეშე მოქმედი პირები,

და შენი რუტინა, ლიტურგია,
სრულ წარმოსახვაში იდები,
და ვისაც პატივი მიუგია,
უბრუნებ, პატივს და ცილდები,

რომ სადმე სხეული დაიამო,
რომ იქცე სამყაროს მერმისად,
შროშნებში დაგკარგე, მარიამო,
შროშნებში დაგკარგე, ძებნისას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები