ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2023


გზა და მარტოობა

რაკი სადიდებლად დრონი შევარჩიეთ,
დროა ჟამიანი წუთით აღსაგველი,
არას საფიქრალი თუკი შევაჩვიეთ,
სულ სხვად გვეგონება დრო და დანარჩენი,

მე კი ათასწლეულს თუ დღეს გადავხედავ,
ვნახავ პირობებს და ხალხთა დაჟინებას,
ვისთვის მოსაგონარს ვისგან ახლაც ვხედავ,
ზღვის დარ გაზაფხულზე ზვავის გადინებას,

გეტყვი იოლია რაც კი ომიანი,
დარჩა გაიკვალა ,როგორც მეკარება,
არა განთიადის წლები ჭორიანი,
თავი გვეკარგება,თავად გვეკარგება,

დროც კი შეღებილა თეთრი არწივივით,
როს თქმა გიოლდება, ომის დანაბარებს,
ასე ბრძოლის პირად საღად აცლილივით,
ბრძოლას იქადის და ბრძოლას დაგაბარებს,

გზანი სიუხვისა გზანი მარტოობის,
ასე გაილია წლებმაც სიტყვიანად,
დარჩა სიმარტოვე არა სანდოობის,
გზებმა გვიერთგულეს,გზანი ფიქრიანად.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები