ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2023


ჰიპერბოლური

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჰიპერბოლური

ცხოვრებავ ჩემო, სიყვარულო,
რაც წყალობა  შენი  ვინატრე,
რომ მომცემოდა
ქვეყნიერებას  ისე წარღვნიდა,
მიწის ნაგლეჯიც არ დარჩებოდა.

რამდენჯერ შენთვის  მიტირია,
ჩემი ცრემლი  მზეს არ აეშრო -
დღეს  იქნებოდა ოკეანე უკიდეგანო.

რაც შენზე მითქვამს, ავი თუ კარგი,
თითო  ფრინველად რომ ქცეულიყო,
ცა  მოხმაურე,
ჭიკჭიკ-ყივილ-ჩხავილიანი,
იმათი ფრთებით  დაბნელდებოდა,
დედამიწა კი  ფერადი სკინტლით აივსებოდა.

რამდენიც შენზე  მიცინია,
თითო სიცილი მზის  თითო სხივად ქცეულიყო
- დედამიწას გადაბუგავდა.

მაინც ვიარე, გავილიე ავდარში, დარში,
ჩამომეცალე თითებშუა
შენ,  პეშვო სილავ, 
და  რაღა დარჩი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები