ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
7 ოქტომბერი, 2023


რაც დასალევი არსებობს


წინა დღის მთვრალი დივანზე ვწევარ,
ვისკით ბახუსის წინააღმდეგ ვიბრძვი
და სანამ ქალი მისინჯავს წნევას,
მიშვერილი მაქვს ლუდისთვის ღვიძლი.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
ვითხოვ ფიალებს, ყანწებს, ჭინჭილებს
ვერ მივაჭედე კუჭს სახელური,
ვერც მოპარვაში გამომიჭირეს

რადგან არ ვტოვებ ჭიქაში წვეთსაც,
ხვალინდელი დღის ფუჭი იმედით,
ყველაზე ბევრი მე უნდა შევსვა,
ყველგან ყველაზე ადრე მივედი.

მე სადღეგრძელოს წარმოთქმა მნებავს,
თვალს ყოველ დილით წამებით ვახელ
და სანამ ქალი მისინჯავს წნევას
ახეული მაქვს ბახუსით სახე.

ოთარ ჭინჭილაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები