ამ დაუსრულებელი პაუზის დარღვევა ისევ ნათანაელმა სცადა, რომელმაც დაწვრილებით უამბო ლიტონის უახლოესი ისტორია, სადაც ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ატომურმა ელექტრო სადგურმა ბირთვული კატასტროფა განიცადა და სწორედ ამან განაპირობა ქალაქის მასობრივი დაცლა მოსახლეობისგან. ეს ამბავი გახდა ყველაფრის მიზეზი თუ რატომ იკლო საგრძნობლად ბიბლიოთეკაში მკითხველთა რაოდენობამ და როგორ განახევრდა ბოლო 30 წლის განმავლობაში ლიტონის კომლთა რიცხვი. ახლა ქალაქი ყოფნა-არ ყოფნის კრიტიკულ ზღვარს გადიოდა, თუმცა მოხუცი ნათანაელი იმედს არ კარგავდა, რომ ერთ დღესაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ლიტონს ძველებური დიდება დაუბრუნდებოდა. დამიანე მთელი გულისყურით უსმენდა მოხუცის მონათხრობს და სურდა, კიდევ უფრო მეტ რამ გაეგო მისგან, თუმცა უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ორივეს მოსვენება სჭირდებოდათ, ამიტომ თავაზიანად გამოემშვიდობა მოხუცს და საძინებლისკენ დაიძრა. სხვენში მოხუცი მის მეზობლად ოთახში დაბინავებულიყო, ხოლო თავისი კუთვნილი საძინებელი დამიანესთვის დაეთმო და ერთადერთი რაც თავისთან გადაუტანია ეს სამეცნიერო ნაშრომები და ბიბლია იყო. დამიანე ერთხანს ფიქრს მისცემოდა და ქრონოლოგიური სიზუსტით ცდილობდა დაელაგებინა გონებაში ახლად მიღებული ინფორმაციები, თუმცა დაღლილობამ იმდენად იმარჯვა მასზე, რომ საგონებელში ჩავარდნილმა ვერც კი შეამჩნიე თუ როგორ შემოპარვოდა სიზმრისეული ცისფერი ლანდები. ნამგზავრი და დაქანცული მთლად უძლური გამხდარა ძილის შეუპოვარ ხასიათთან და მასთან შეგუება მოუწია. იმ ღამით ლიტონში ძლიერად გაწვიმდა.
***
ბიბლიოთეკის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში ულამაზესი ორანჟერეა იყო გაშენებული, რომელიც აქაურობის სავიზიტო ბარათად შეიძლებოდა ჩეგვეთვალა. სივრცე იმდენად გემოვნებიანად იყო გაწყობილი, რომ მოხუცი ამ ყველაფერს თავს მარტო ვერ გაართმევდა და უსათუოდ ვიღაც ეხმარებოდა ამ ყველაფერში. ტერიტორიაზე 150-მდე მცენარეს მოეყარა თავი როგორიცაა ბონსაის ჯიშის ხეები, რაც სათავეს ჩინეთიდან იღებდა, აგრეთვე წყლის მცენარე ეიჰორნიები, გვიმრების მთელი ოჯახი, ეპიფიტი მცენარე რომლის ერთ სახეობასაც ხეზე ზრდაც კი შეუძლია. ასევე ორქიდეა, ვარდი, გლადიოლუსები და უამრავი რამ. ორანჟერიის ამ გასაოცარი სივრციდან კი პატარა ხის სახელოსნოში გადადიოდით, რომლის კარებიც დიდი ჟანგიანი ბოქლომით იყო საგულდაგულოდ დაკეტილი. ცხადია დამიანემ შესაფერისი დრო იგდო ხელთ, რადგან ნათანაელი არსად არ ჩანდა და შესაბამისად ვერც ვერავინ გაუღებდა კარებს, ამიტომ თავად გადაწყვიტა გასაღები მოეძებნა და გაეგო თუ რა იმალებოდა შიგნით. სახელოსნოს წინ დატოვებულ ათასგვარ ხარახურაში რთული აღმოჩნდა საჭირო გასაღების პოვნა ამიტომ სახელოსნოს რამდენიმე წრე დაარტყა და ამჯერად ღიად დატოვებული ფანჯრიდან გადაწყვიტა შეღწევა, რომელიც კრამიტიანი სახურავის მარცხენა მხრიდან მაცდურად იმზირებოდა. არც ისე მარტივი ყოფილა ამ სიმაღლეზე აბობღება და რამდენჯერმე მიწაზეც გვარიანად მოადინა ზღართანი, თუმცა წინაღობებს არ ეპუებოდა. ძალიან ჯიუტი გახლდათ დამიანე. დასაწყისისთვის ღვინის ძველი კასრები ეხმარებოდა სიმაღლის მოგებაში, შემდეგ სახურავიდან გამოშვერილი ხის სქელი ბოძებით, მარტივად შეეძლო სახურავზე ასვლა, თუმცა კრამიტი იმდენად სველი და ხავსიანი იყო, რომ აი მანდ იწყებოდა მთელი ბარიერები. ყოველ გადადგმულ ნაბიჯს თითო კრამიტი ეწირებოდა, რაც შესამჩნევად მჭექარე ხმასაც გამოსცემდა, რაზეც დამიანე ეშმაკურად მიმოიხედებოდა ხოლმე და როდესაც ხვდებოდა, რომ ირგვლივ ვერავინ ხედავდა, მშვიდად განაგრძობდა სიარულს. ამჯერად ბოლომდე მისვლა მოახერხა, მაგრამ ოდნავ შეღებული ფანჯარა წვიმებისა და სინესტისგან გაჭედილიყო და დეფორმირებულ ჩარჩოებსაც ძვრა არ ჰქონდა, ამიტომ დამიანეს ფეხის ძლიერი მირტყმა დასჭირდა, რასაც არა მხოლოდ ჩარჩოები, არამედ მთლიანი ფანჯარა ემსხვერპლა. შუშის ნამსხვრევები კი ჩარჩოებიანად ხმაურიანად ჩაცვივდა შუაგულ სახელოსნოში. საბოლოოდ შიგნით ფრთხილად გადაძვრა და ამდენხნიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა სახელოსნოშიც აღმოჩნდა. სინათლე ნაკლდებად აღწევდა, მაგრამ დამიანემ მაინც მოახერხა იქაურობის დათვალიერება, ხოლო რაც უფრო მეტად ინტერესდებოდა მით უფრო მეტ საინტერესო დეტალს აგნებდა ხოლმე. ირგვლივ უმეტესწილად ხის სათამაშოები ელაგა, რომელიც აშკარად ახალი აწყობილი იყო და გასაშრობად განცალკევებით დაედოთ. კედლებზე დასრულებული ან ახლად დაწყებული ნამუშევრები ეკიდა საღებავებში შესრულებული და საკმაოდ ამაღელვებლადაც გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი, დამიანესთვის მაინც ქაღალდის ადამიანები აღმოჩნდა, რომელიც ყველგან იყო მომიფანტული და თან ძალიან ბევრი. ჩვეულებრივი ქაღალდისგან თუ შეიძლებოდა ასეთი სასწაული ფიგურების შექმნა ნამდვილად ვერ წარმოედგინა და კიდევ უფრო მეტი დაკვირვებით დაუწყო თვალიერება. ხან იქით გადააბრუნდა და ხან აქეთ მაგრამ მაინც ვერ გაეგო ასეთ ფაქიზ ქაღალდთან, როგორ შეიძლებოდა ასე მუშაობა რომ საბოლოოდ ესეთი შედეგი მიეღოთ. ქაღალდის ადამიანები ერთი შეხედვით მინიატურული ფიგურები იყო, თუმცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გამოხატავდნენ. მაგალითად, როგორიცაა მწერალი, მხატვარი, მოსამართლე, პროფესორი, კურიერი და ა.შ. ზოგი მომღიმარი სახით დამაჯერებლად იდგა, ზოგსაც კი თავი სევდიანად დაბლა დაეხარა და თითქოს სადაცაა შინისკენ წავლენო ან თავის გზას იპოვნიანო. ამდენ ძიება-ძიებაში ყველაზე მთავარი რამ გამორჩენოდა დამიანეს და როდესაც კარებისკენ მიბრუნდა უზარმაზარი ფრაზა შემოეგება თვალწინ. „რასაც ირგვლივ ხედავ შენი წარმოსახვაა“... ერთხანს ვერ მიმხვდარიყო ამ სიტყვების აზრს, რასაც ქალის ხელმოწერა უმშვენებდა გვერდს, ამიტომ რიგიანად აათვალ-ჩაათვალიერა მაგრამ როცა მიხვდა, რომ მაინც ვერაფერი გაეგო მოსასვენებლად იქვე ჩამოჯდა. სახელოსნოში საღებავებისა და სიძველის სუნი ერთმანეთს იმდენად ჰარმონიულად შერწყმოდა, რომ ერთგვარ საგამოფენო სივრცეში გაგრძნობინებდა თავს. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ამ ყველაფრის ავტორი ერთი უცნობი ქალია, რომელიც ალბათ არც თუ ისე ხშირად სტუმრობს აქაურობას, თუმცა ცნობისმოყვარე დამიანესთვის ნამდვილად დიდ გამოცანად იქცა თუ ვინ არის რეალურად ანა და როდის შეძლებდა მის ხილვას. ამაო მსჯელობის მერე ფეხზე სწრაფად წამოდგა და იქაურობის დატოვება სცადა, თუმცა სიჩქარეში მახლობელ მაგიდას დაეჯახა, შესამაგრებლად ძლიერად დაეყრდნო და უეცრად შეღებულ უჯრაში კონვერტების მთელ დასტას მოჰკრა თვალი. მუხლი ძლიერად დაიზილა და თან წერილებს ჩააჩერდა. უცნობი ადამიანის პირადი ჩანაწერების კითხვა მეტისმეტი იყო, მაგრამ დამიანემ ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და რამდენიმე მათგანი ხელს გააყოლა. ფანჯრიდან გადასვლისას სახურავს ნელა ჩაუყვა და მალევე დაბრუნდა ბიბლიოთეკაში. შიგნით შესვლისას კი ნათანაელი ისევ არ ჩანდა და ამიტომ საძინებელში დაბრუნებულმა კარები ძლიერად ჩაკეტა და პირველივე კონვერტი სასწრაფოდ გახსნა. წერილს ისევ ის უცნობი ქალი აწერდა ხელს და დამიანესთვისაც ნათელი გახდა, რომ ტექსტიც მას ეკუთვნოდა.
„ძვირფასო დამიანე... ახლა ერთ-ერთ მოკრძალებულ კაფეს ვესტუმრე. ამბობენ რომ ქალაქში ყველაზე კარგ ყავას აქ აკეთებენო, თუმცა ჯერ არ ვიცი. მიმტანი გოგონა საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ აშკარად სტუმრებს დიდათ არ წყალობს. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მიყურებს ასე და თან, უკვე ნახევარი საათია ჩემს შეკვეთას ველოდები, ის კი ტელეფონით ვიღაცას ესაუბრება და მთელი ემოციებით უყვება წინა ღამის ამბებს. საუბრის ბოლოს გამოვარკვიე, რომ მისი შეყვარებული რიგითი მატყუარა აღმოჩნდა და მან თავად გაუშვა ჯანდაბაში. არა და დარწმუნებული ვარ ყველაფერი სულ სხვაგავარად იყო, თუმცაღა რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რა და როგორ იყო?! ჭირსაც წაუღია ორივე, უპასუხისმგებლო იქნებოდა მასავით. ძვირფასო დამიანე შენ როგორ ხარ? მე წამლების დალევა შევწყვიტე და გულწრფელად გითხრა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ჩემი ძაღლი ბაქსი ხომ გახსოვს? გასულ ზაფხულს, რომ დაიღუპა და რომ გწერდი მის გამო ძალიან ვნაღვლობ თქო... ახლა ზუსტად ასეთივე ლეკვი მაჩუქა მეზობელმა ქალმა. ნეტავ განახა, როგორი კარგია. სულ გადამავიწყდა შარშანდელი განცდები. იცი ხანდახან მგონია, რომ ჩემი მელანქოლია ბაქსის ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მაშინ, თუმცა ახლა ისევ ორნი ვართ და უზომოდ ბედნიერები ორივე. დამიანე, ვფიქრობ გადავრჩი და ის ჯოჯოხეთური დღეები დავასრულე. ნელნელა სუნთქვას ვიწყებ პატარა ბავშვივით. სიცოცხლეს ახლებურად აღვიქვამ და ვცდილობ დრო ფუჭად აღარ გავფლანგო. დღეს დილით უფროსმა გამომცემლობიდან დამითხოვა... სხვათაშორის საერთოდ არ არის სევდიანი ამბავი, რადგან ისედაც სამოგზაუროდ ვაპირებდი გამგზავრებას. წარმოგიდგენია, დამიანე... მითხრა რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ვართმევდი და ძალიან არაპუნქტუალური ხარო. ღმერთმანი, მისი ჰალსტუხისნაირად გავწითლდი ადგილზევე. თავიდან მეგონა უკბილოდ იხუმრო თქო, თუმცა ორი თვის ხელფასი კონვერტით რომ გამომიწოდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. გეფიცები, დამიანე... ჩემნაირი ჟურნალისტი იქ სანთლით საძებარია, მაგრამ არ ვნაღვლობ. მოკლედ, რატომ მოგიყევი ახლა ეს ყველაფერი. დამიანე... როგორც იქნა ჩემი ყავა... მადლობა გოგონავ! ყავა მომიტანეს. წარმოგიდგენია... მადლობა მეთქი და არც კი გამიღიმა. ალბათ შეყვარებული ენატრება. ხოდა რას ვამბობდი? ხომ... მოკლედ, ქაღალდის ადამიანების საძებნელად მივდივარ. არა, არა ... ნამდვილად არ მოგესმა, დამიანე. ნამდვილად მათ მოსაძებნად მივდივარ ამ გიჟურ მოგზაურობაში. ეს გაცილებით მეტია ვიდრე ჟურნალისტიკა, ხომ გესმის ჩემი?! იმედია არ ფიქრობ, რომ გავგიჟდი, რადგან შენ ყოველთვის გჯეროდა ჩემი. ახლა დროებით ლიტონში შევჩერდი და როგორც გავარკვიე ამ ქალაქში საინტერესო არაფერი ხდება, რაც ძებნის პროცესს ალბათ ძალიან გაართულებს. ვცდილობ ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი პირად დღიურში ჩავინიშნო, რაც დამეხმარება ქაღალდის ადამიანის აღმოჩენაში. ალბათ იკითხავ რა იქნება შემდეგ, როდესაც განსაკუთრებულ ადამიანს აღმოვაჩენ? გულახდილად გითხრა ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს. სახლისთვის შეგროვებული ფული და მთლიანი დანაზოგი ამ მოგზაურობისთვის ავიღე და ვიმედოვნებ იმედგაცრუებული არ დავრჩები. ახლა უნდა დაგემშვიდობო, შევეცდები წერილები ხშირად გამოგიგზავნო და გითხრა სად ვარ".
სიყვარულით ანა. ქალაქი ლიტონი.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ოჰო... მისტიური ქალი... ვნახოთ, რა მოხდება ოჰო... მისტიური ქალი... ვნახოთ, რა მოხდება
5. ფინქ ფლოიდი. 2023-10-14 15:22:30 კომენტარი 3.
ნაწარმოებები, რაც თავად თქვენს მიერ, ან სხვის მიერ აქ იდება, ყველა არის , ავტორის გულიდან, ფიქრებიდან ,შინაგანი, თუ გარეგანი ემოციების ამოფრქვევა, პატივი უნდა ვცეთ მკითხველის სუბიექტური აზრის გამოხატვას, გაუფრთხილდეთ ავტორების გრძნობა-შეგრძნებებს. არც საკუთარ ნაწანოებზე და არც სხვაზე არ დავწეროთ კომენტარი 3. მგზავსი რამ.. ეჭვიც არ მეპარება თქვენს კეთილშობილებაში ეს ჩემი მეგობრული თხოვნაა სხვა არაფერი. ფინქ ფლოიდი. 2023-10-14 15:22:30 კომენტარი 3.
ნაწარმოებები, რაც თავად თქვენს მიერ, ან სხვის მიერ აქ იდება, ყველა არის , ავტორის გულიდან, ფიქრებიდან ,შინაგანი, თუ გარეგანი ემოციების ამოფრქვევა, პატივი უნდა ვცეთ მკითხველის სუბიექტური აზრის გამოხატვას, გაუფრთხილდეთ ავტორების გრძნობა-შეგრძნებებს. არც საკუთარ ნაწანოებზე და არც სხვაზე არ დავწეროთ კომენტარი 3. მგზავსი რამ.. ეჭვიც არ მეპარება თქვენს კეთილშობილებაში ეს ჩემი მეგობრული თხოვნაა სხვა არაფერი.
4. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დაველოდები გაგრძელებას. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დაველოდები გაგრძელებას.
3. რა დებილობაა რა დებილობაა
2. რა კარგი კომენტარია. მადლობა, მუხა. რამდენიმე დღეში გაგრძელებასაც დავდებ.)) რა კარგი კომენტარია. მადლობა, მუხა. რამდენიმე დღეში გაგრძელებასაც დავდებ.))
1. საოცარი ამბები ხდება და კიდევ მეტი საოცრება ის არის, რომ წაკითხვის მადაზე რო დავდექი, -აუ, სწორედ იქ შეწყდა, დამაჯერებლად წერ და მხატვრულ ლიტერატურულად დაველოდებით სად არის ანა?! საოცარი ამბები ხდება და კიდევ მეტი საოცრება ის არის, რომ წაკითხვის მადაზე რო დავდექი, -აუ, სწორედ იქ შეწყდა, დამაჯერებლად წერ და მხატვრულ ლიტერატურულად დაველოდებით სად არის ანა?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|